საქართველოში მანქანებზე შეზღუდვა დაწესდება?!

საქართველოში მანქანებზე შეზღუდვა დაწესდება?!

"საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება, მანამდე კი სპეციალისტები ხელისუფლებას იმპორტზე ევრო-4-ის სტანდარტის დაწესებას ურჩევენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვეღარ შემოვა 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები. მეზობელ აზერბაიჯანში ეს სტანდარტი ერთი წლის წინათ ამოქმედდა. 2016-ის იანვრიდან კი ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ უკრაინაში ავტომობილების იმპორტზე უკვე ევრო-5-ის სტანდარტი დაწესდება, რომელიც 2010 წელზე ხნოვან მანქანებზე აწესებს შეზღუდვას. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა შარშან გაზაფხულზე დააწესა. 2014 წლის 1-ლი აპრილიდან აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების იმპორტი ვეღარ ხორციელდება. ეს აკრძალვა არ ეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია. ბაქოში ამბობენ, რომ მეორადი მანქანების უტილიზაციაც ეტაპობრივად მოხდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ძველი მანქანის მფლობელები არ მიიღებენ კომპენსაციას, სამაგიეროდ, შეეძლებათ უპრობლემოდ გამოიყენონ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალება საბოლოო გაცვეთამდე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მანქანებზე შეზღუდვა უნდა დაწესდეს?! / "საჭიროა ევრო-4-ის სტანდარტის შემოღება და 2005 წელზე ადრე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა".

"2014 წლის 1-ელი იანვრიდან ევრო-4-ის სტანდარტი უკვე მოქმედებს უკრაინაში, ხოლო 2016 წლის 1-ელი იანვრიდან კი, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში აიკრძალება იმ მანქანების შეყვანა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ევრო-5-ის სტანდარტის ეკოლოგიურ მოთხოვნას. უკრაინის ავტოიმპორტიორებისა და დილერების ასოციაციის გენერალური დირექტორის ოლეგ ნაზარენკოს განცხადებით, 1-ლი იანვრიდან უკრაინაში იკრძალება 5 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი. უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში ამ დრომდე არათუ ევრო-5-ის ეკოლოგიური სტანდარტის შემოღებაზეა საუბარი, არამედ ჯერ არც ევრო-4 მოქმედებს და არც ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც "რეზონანსთან" საუბრისას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე აცხადებს, ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო. რაც შეეხება ევრო-4-ის სტანდარტის დაწესებას, ამას ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას არ ავალდებულებს.

"მთავარი ისაა, რომ ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება. ვალდებულება გვაქვს, რომ ის ავტომანქანები, რომლებიც ქვეყანაშია, ტექნიკურად გამართული იყოს. რაც შეეხება ევრო-4-ის სტანდარტის შემოღებას, ამას ასოცირების ხელშეკრულება არ გვავალდებულებს და ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ამ სტანდარტის დაწესება (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უკრაინას) საკუთარი ნება-სურვილით მოხდა. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდება, დაწესდება თუ არა უახლოეს წლებში ავტომობილების იმპორტზე ევროსტანდარტი, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "რეზონანსს" ხმალაძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია