როგორი ბიჭია თემო? - რას ყვება პრეზიდენტი ახალშობილ ვაჟზე

როგორი ბიჭია თემო? - რას ყვება პრეზიდენტი ახალშობილ ვაჟზე

"არტარეას" ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "პოლიტარტის" პირველი გადაცემის სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. პოლიტიკური და საზოგადოებრივი თემების მიმოხილვის შემდეგ, წამყვანი დაინტერესდა "როგორი ბიჭია თემო" - პრეზიდენტის ახალშობილი ვაჟი, რომელიც ჯერ მხოლოდ სამი თვისაა.

"კაი ბიჭია თემო, მშვიდია. მგავს, მემგონი, ჩემზე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვერ ვხვდები ხოლმე ბავშვების მსგავსებაზე რომ ამბობენ, ცოტა ამისი ის აქვს, იმისი ის აქვს... ამბობენ, რომ ძალიან მგავს. ახლა სულ უფრო მეტად ვიცლი, მანამდე ძალიან პატარა იყო და ის, რაც აღქმადია ბევრად უფრო მეტად ქალბატონებისთვის, გამომდინარე მათი უფრო მეტი სიახლოვით ბავშვის თითოეულ მიმიკასთან... ბევრად უფრო უხეშია კაცის სენსორები, ყოველ შემთხვევაში ჩემი და სანამ შემოვიდა კონტაქტში და რაღაცას არ მეუბნებოდა, ბევრად უფრო ნაკლებად იპყრობდა.. ახლა უკვე მეტი კომუნიკაცია გვაქვს და სულ უფრო მეტად ვურთიერთობთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია