"თონე" მანჰეტენზე - ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება

"თონე" მანჰეტენზე - ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება

"ახლა აღარაა ის დრო, რომ მსოფლიო მხოლოდ სტალინის და შევარდნაძის სამშობლოთი გიცნობდეს"

"ამერიკელებს ძალიან მოწონთ ჩვენი ნაწარმი, განსაკუთრებით აჭარული და იმერული ხაჭაპური"

სწრაფი კვების ობიექტების ბიზნესი, ამერიკაში ძალიან განვითარებულია. მაკდონალდსი, ვენდისი და სხვ. დიდი პოპლუარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ასევე დიდი პოპულარობით სარეგბლობს ჩინური და იტალიური სამზარეულოც. ემიგრანტმა ქართველმა ნიკოლოზ ჩხეიძემ გადაწყვიტა, რომ ქართულ სამზარეულოს თავისუფლად შეუძლია კონკურენციის გაწევა ამ ბაზრის ნებისმიერ მოთამაშესთან, ამიტომაც ნიუ იორკში ქართული სწრაფი კვების ობიექტის გახსნა გადაწყვიტა: "ჩვენი აზრით, ამერიკული ბაზარი ითხოვს ახალ პროდუქტს, ამიტომაც მივიჩნეით, რომ ესაა ჩვენი შანსი რათა წარმოვაჩინოთ ქართული სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული რესტორნები: "ოდა", "პეპელა", "ოლდ თბილისი გარდენ", ძალიან წარმატებით ფუნქციონირებენ მანჰეტენზე, ქართულ სამზარეულოს მაინც ნაკლებად იცნობენ, თანაც ზემოთჩამოთვლილი ობიექტები არიან ტიპიური რესტორნები, ხოლო ჩვენი ობიექტი უფრო კაფის ტიპისაა"."

ნიკოლოზს დ ამის პარტნიორებს სურთ, კაფე ქსელური გახდეს, ამიტომაც წლის ბოლომდე მანჰეტენზე რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნა იგეგმება. კაფეს "თონე-კაფე" ჰქვია:

ნიკოლოზ ჩხეიძე:

- ბრუკლინზე "თონე" რამდენიმე წელია, რაც არსებობს. თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ საცხობის სახით იყო წარმოდგენილი. ადგილზე ცხვებოდა შოთი, ხაჭაპური, ლობიანი. ორი წელია, რაც უფრო გავაფართოვეთ საქმიანობა - დავამატეთ ქართული კერძები. კაფეს გვერდით არის მაღაზიაც, სადაც იყიდება სხვა სახის ქართული პროდუქციაც. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაიგონ. ჩვენი მიდგომა ისაა, რომ ჩვენი კულტურა ამ კუთხითაც გავაცნოთ ამერიკელებს.

ბუნებრივია, უცხო კერძში ფულის გადახდა პირველ ჯერზე ცოტა სარისკოა და ბევრი ერიდება კიდეც, ამიტომ კაფის მენეჯმენტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: "ჩვენ ჩვენი მენიუდან, ამა თუ იმ კერძის პატარ-პატარა ნიმუშებს უფასოდ ვურიგებთ. როცა სინჯავენ, მოსწონთ და შემდეგ ჩვენი კლიენტები ხდებიან. ამერიკელებს ძალიან მოწონთ ჩვენი ნაწარმი, განსაკუთრებით აჭარული და იმერული ხაჭაპური". - გვითხრა ნიკოლოზ ჩხეიძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია