საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა - უახლესი მონაცემები და ბაზრის სრული მიმოხილვა

საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა - უახლესი მონაცემები და ბაზრის სრული მიმოხილვა

საწვავზე ფასები ზოგიერთ ქსელში დღეს კიდევ 5 თეთრით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. კომპანია "გალფის" წარმომადგენლის, ნინო ჯიბლაძის განცხადებით , "გალფის" ქსელში 5 თეთრით მოიმატა ფასებმა: "დღეს დილიდან 5 თეთრით გაძვირდა ყველა პროდუქტი", - აღნიშნავს ნინო ჯიბლაძე. "გალფის" ბენზინგასამართ სადგურებში მომხმარებელი G-force Premium-ს 1.99 ლარად, G-force Euro Regular-ს 1.93 ლარად, Regular-ს 1.83 ლარად, Euro Diesel-ს 1.83 ლარად, ხოლო G-force Euro Diesel-ს 1.99 ლარად შეიძენს.

ამ ეტაპაზე არსებულ ფასებს ინარჩუნებს "ლუკოილი", თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ფასების მატება გარდაუვალია. "მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ბოლო კვირების განმავლობაში ნავთობის ფასი განუხრელად იზრდება და დოლართან მიმართებაში ლარის კურსთან დაკავშირებით რთული ვითარებაა, ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი, სამწუხაროდ, ფასის მომატებაა. ამიტომ საწვავის ფასის ზრდა ამ ვითარებაში გარდაუვალია, მაგრამ როდის - ეს მეორეხარისხოვანია და რამდენით - ამას დრო გვიჩვენებს", - განუცხადა bpn.ge-ს "ლუკოილის" დირექტორმა შავლეგ მიშველაძემ.

"ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურებში საწვავზე ფასები ასე გამოიყურება: Euro Super 1.99 ლარი ღირს, Premium Avantgarde - 1.92 ლარი, Euro Regular - 1.73 ლარი, Euro Diesel - 1.89 თეთრი.

წინა კვირის ფასებია შენარჩუნებული "სოკარის" ქსელში, სადაც ამ დროისთვის ფასები ასე გამოიყურება: Super - 1.99 ლარი, Nano Premium - 1.89 ლარი, Euro regular -1.78 ლარი, Nano Regular - 1.75 ლარი, Nano Diesel - 1.76 ლარი, Euro diesel - 1.94 ლარი.

საწვავზე ფასებმა მოიმატა "ვისოლის", "რომპეტროლისა" და "ფრეგოს" ქსელში.

"რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურებში Efix Super Euro 2.03 ლარი ღირს, Efix Euro Premium - 1.93 ლარი, Euro regular - 1.73 ლარი, Efix Euro Diesel - 1.97 ლარი, Euro Diesel კი 1.80 ლარი ღირს.

"ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის შეძენა მომხმარებელს შემდეგ ფასებში შეუძლია: EKO Super - 2.04 ლარი, EKO Premium - 1.99 ლარი, EKO Regular - 1.86 ლარი, EKO Diesel - 1.97 ლარი, EKO Super 100- 2.20 ლარი, Euro Regular - 1.83 ლარი, ხოლო Diesel Energy 1.82 ლარი ღირს.

"ფრეგოს" ბენზინგასამართ სადგურებში Premium 1.82 ლარი ღირს, Euro Regular - 1.70 ლარი, Diesel - 1.71 ლარი, ხოლო Euro Diesel 1.71 ლარი ღირს.

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია