"მაკულიტერატურის" აქცია 8 და 9 მაისს ყვარელში გაიმართება

 "მაკულიტერატურის" აქცია 8 და 9 მაისს ყვარელში გაიმართება

"მაკულიტერატურის" აქცია 8 და 9 მაისს ყვარელში გაიმართება. აქცია მისამართზე, ჭავჭავაძის #13-ში მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა - ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები. მათ ერთი კილოგრამი მაკულატურის სანაცვლოდ, ერთი ლარის ღირებულების წიგნის წაღების შესაძლებლობა ექნებათ.

თბილისში, რვადღიანი აქციის ფარგლებში 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩააბარეს, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა. პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა.

აქციის პირველი მასპინძელი ქუთაისი იყო. შემდეგ კი აქციები ბათუმში, სენაკში და ხაშურში გაიმართა. აქცია ყვარელში დასრულდება.

თბილისშიც და რეგიონებშიც აქციის დასრულების შემდეგ მაკულატურის ჩაბარების პუნქტები იმავე ადგილას გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა სტანდარტული პირობებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.makuliteratura.ge

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია