თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე 16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახის წევრებთან კონფლიქტი იყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცაბაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა განუცხადეს.
როგორც ისინი ამბობენ, ბიჭი ცაბაძის ქუჩაზე არ ცხოვრობდა, სტუმრად იყო მოსული, თუმცა მათივე თქმით, კონფლიქტი ჰქონდა დედასთან. მათივე ინფორმაციით, ახალაგზრდა ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის მამა საქართველოში ერთ-ერთი რესტორნის ქსელის მეპატრონეა და უკრაინაში ცხოვრობს.
იხილეთ ასევე|რატომ იკლავენ თავს ქართველი ახალგაზრდები და რა იწვევს ადამიანში ამ საშინელ ქმედებას
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kriminali/58501-mozardis-suicidi-thbilisshi-16-tslis-bitci-korpusis-meeqvse-sarthulidan-gadakhta.html