დღეიდან თბილისში "ახალი ღვინის ფესტივალი 2015" იხსნება - ღონისძიების სრული პროგრამა

დღეიდან თბილისში "ახალი ღვინის ფესტივალი 2015" იხსნება - ღონისძიების სრული პროგრამა

თბილისში "ახალი ღვინის ფესტივალი 2015" გაიმართება. ღონისძიება დღეს, 8 მაისს, 18:00-ზე რესტორან "ფუნიკულიორში" გაიხსნება, სადაც მოწვეულნი იქნებიან მონაწილე კომპანიები, სპეციალურად ფესტივალისთვის უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები და ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები. საზეიმო გახსნის შემდეგ ჩატარდება ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული 9 სახეობის ღვინის დეგუსტაცია. დეგუსტაციის შემდეგ სტუმრებისათვის გაიმართება საზეიმო მიღება.

ფესტივალი ათ მაისამდე გაგრძელდება. რაც შეეხება პროგრამას, ასეთია:

9 მაისს, დედა ენის ბაღში, "ახალი ღვინის ფესტივალი 2015"-ზე ბოლო მოსავლის ღვინოებს წარმოადგენს ღვინის 60-მდე დიდი კომპანია, მცირე მარანი და 55 საოჯახო მარანი (72 სახეობის ღვინით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დღის მანძილზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ 2014 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი, ტრადიციულად, დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი, "ბენდი ნალი" და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი"; გათამაშდება საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.

კომპანია "ბორჯომის" კუთხეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიირთვან მწვადი და თონის პური; დაისვენონ თივის ზვინებით მოწყობილ ბუნებრივ გარემოში. ბორჯომის სტენდთან შესაძლებელი იქნება სამახსოვრო სურათების გადაღება, აქვე, რეცეპტების კუთხეში კი, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ლიფლეტების სახით წარმოდგენილი კერძების რეცეპტების აღება და, რაც მთავარია, რეცეპტების ინტერაქტიულ წიგნში საკუთარი რეცეპტის აღნუსხვა.

სათემო კავშირი ნუკრიანი და "ნუკრიანის სახელოსნოები" წარმოგიდგენთ ხელნაკეთ ნამუშევრებს და ღვინის სუვენირებს. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან თიხისა და თექის ნაკეთობები.

ფესტივალზე ფუნქციონირებს ღვინის კაფე და კვების ობიექტი.

10 მაისს უცხოეთიდან საგანგებოდ ფესტივალისთვის მოწვეული სტუმრებისთვის (მედიის წარმომადგენლები, ღვინის მწერლები და სხვა) მოეწყობა ღვინის ტურები ქართლსა და კახეთში (ორი ტური). ღვინის თითოეული ტურის პაკეტი მოიცავს ტრანსპორტისა და გიდის მომსახურებას, 3 დეგუსტაციასა და სადილს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია