"ვხედავ ერთ-ერთ გაგულისებულ მინისტრს" - ლელა კაკულია ირაკლი ღარიბაშვილს მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს

"ვხედავ ერთ-ერთ გაგულისებულ მინისტრს" - ლელა კაკულია ირაკლი ღარიბაშვილს მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეხება. კაკულიას თქმით, ღარიბაშვილს ერთ-ერთი მინისტრისგან საფრთხე ელოდება:

"სკანდალური ხედვა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით

2015 წლის 9 მაისი. "ხუმრობის გარეშე ვურჩევ პრემიერს, მინისტრებთან შეხვედრებისას პლასტმასის ჭურჭლით ისარგებლოს. იმიტომ, რომ ვხედავ ერთ-ერთი გაგულისებული მინისტრი მოულოდნელად ჭიქას ესვრის. საბედნიეროდ, პრემიერი კარგი რეაქციის წყალობით გადაურჩება ტრავმას, უცბად გასწევს თავს და ნასროლ ჭიქას აიცდენს. მე არ ვხუმრობ. მთელი სერიოზულობით ვაფრთხილებ პრემიერს ამის თაობაზე!" - წერს კაკულია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია