რა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში?

რა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში?

გასულ კვირას სოფელ კარალეთის პირველ საჯარო სკოლაში მოულოდნელად მე-7 და მე-8 კლასის გოგონებმა გონება დაკარგეს. ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "კვირის პალიტრას" შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს, მოსწავლეებს ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ნიმუშები აუღეს. ექსპერტიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება­ ცნობილი. გამოძიება­ 124-ე­­ მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთით, ბავშვები საკვებით ან წყლით მოიწამლნენ, თუმცა, ეს ვერსია ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი წამალი მიიღეს.

სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გორის გამგებელმა დავით ონიაშვილმა:"მოკვლევა ყველა მიმართულებით დაიწყო. მედიკოსები ამბობენ, რომ მოწამვლის ან ინტოქსიკაციის ნიშნები არ არის. გაკეთდა წყლის ანალიზიც. საქმეში ჩართულია პოლიციაც. ეჭვი აქვთ, თვითონ ბავშვებმა ხომ არ მიიღეს რაიმე საშუალებები".

გორის სტაციონარში მოთავსებული მოზარდი ლიკა გოგიაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, რატომ გახდა ცუდად: "გაკვეთილზე თავი შეუძლოდ ვიგრძენი. შემდეგ მასწავლებელმა მეგობართან ერთად გამგზავნა ამბულატორიაში, იქ კი გონება დავკარგე. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიმე შევისუნთქეთ ან პრეპარატები მივიღეთ, რაც აბსურდია. არანაირი პრეპარატი არ მიგვიღია".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია