აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს მასპინძლობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს მასპინძლობს

მაისის თვეში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რამდენიმე საინფორმაციო ტურს გაუწევს ორგანიზებას. 6-9 მაისს ისრაელის მედიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ აჭარაში. საინფორმაციო ტურში ჩართული ებრაული მედია საშუალებები მთლიანობაში 3 მილიონამდე წვდომას მოიცავს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის პოპულარობას ისრაელის სახელმწიფოში.

11-13 მაისს ტურიზმის დეპარტამენტი აჭარისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყნის - პოლონეთის ტურ-ოპერატორებს უმასპინძლებს. საინფორმაციო ტური დეპარტამენტმა პოლონეთის ტურიზმის პალატასთან ერთად დაგეგმა და მასში 12 საშუალო ტურ-ოპერატორია ჩართული. პოლონეთის რესპუბლიკის ორ ყველაზე მსხვილ ტურისტულ კომპანიასთან - "Rainbow Tours" და „Itaka” ტურიზმის დეპარტამენტი უკვე თანამშრომლობს და მათ მიერ დანიშნული ჩარტერული ფრენებით შემოყავს რეგიონში პოლონელი ტურისტები. 2015 წლის სეზონზე პოლონეთიდან ჩარტერული ავიაფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდა იგეგმება.

მაისის თვეში რეგიონით დაინტერესებული კიდევ ერთი ჯგუფი ყაზახეთიდან ესტუმრება აჭარას. 11-15 მაისს საინფორმაციო ტური ყაზახეთის მედიის წარმომადგენლებს (წამყვანი ტელევიზიები НТК, 7 канал და პოპულარული ჟურნალ-გაზეთები) ჩაუტარდებათ, რომლის ფარგლებშიც აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სიუჟეტები და სტატიები მომზადდება.

13-17 მაისს, ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ლიტვის 6 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი გაეცნობა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. რამდენიმე მათგანი უკვე მუშაობს აჭარის მიმართულებაზე და გეგმავს ახალი ტურ-პაკეტების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ლიტვა ერთ-ერთი ახალი სამიზნე ბაზარია, სადაც 6 აპრილიდან 14 ივნისამდე სამ ქალაქში (ვილნიუსი, კლაიპედა და კაუნასი), აჭარა-ბათუმის სხვადასხვა ფორმატის ფოტოები ცენტრალურ ადგილებშია განთავსებული. 24-26 მაისს დაგეგმილია ასევე საინფორმაციო ტური ლიტვის უმსხვილესი ტუროპერატორის „Novaturas” ხელმძღვანელი პირებისათვის, რომლის ფარგლებშიც ლიტვის მიმართულებით ახალი საინტერესო პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

16-19 მაისს, 12 კაციანი ჯგუფით თურქული მედია საშუალებები ეწვევა აჭარას. მასში გაერთიანებულია რეიტინგული ბლოგების ავტორები და თურქული არხის TV2-ის ტურისტული გადაცემის გადამღები ჯგუფი.

აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით 2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტი 30-მდე საინფორმაციო ტურს ჩაატარებს უცხოელი ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისათვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის აჭარა-ბათუმის პოპულარობას სამიზნე ქვეყნების ტურისტულ ბაზრებზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია