რატომ აქვს გარე რეკლამაზე მონოპოლია უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას?!

რატომ აქვს გარე რეკლამაზე მონოპოლია უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას?!

ბარემ პირდაპირ დროშაზე განათავსეთ რეკლამა!

აგვისტოს ომის დროს განსაკუთრებით ამაზრზენი იყო ვიდეოფირი, რომელშიც რუსები და გადამთიელები ფეხქვეშ თელავდნენ ქართულ დროშას. მაშინ ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ქართველმა საზოგადოებამ ეს ბარბაროსობად მონათლა.

სახელმწიფოს სიმბოლოს შეურაცხყოფა მართლაც ბარბაროსობა და ვანდალიზმია. თუმცა, უპირველესად შენ უნდა სცე შენს დროშას თუ გერბს პატივი. ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში ეროვნული სიმბოლოების მოფრთხილების მთელი კულტურა არსებობს და თუ ვინმე მათ მიმართ უპატივცემულობას გამოავლენს, უპირველესად საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები მოსთხოვენ პასუხს.

ამ საკითხზე ნამდვილად ჩაფიქრდებით, თუ დიღომში მოხვდებით. 2010 წელს დავით აღმაშენებლის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს აღიმართა საქართველოს ყველაზე დიდი დროშა. დროშის ამ ადგილზე აღმართვის მიზანი ის იყო, რომ დედაქალაქში შემსვლელ-გამომსვლელს თვალში ქვეყნის მთავარი სიმბოლო მოხვედროდა.

თუმცა, როდესაც ავტომანქანით გვირაბიდან გამოდიხარ, თვალში საქართველოს დროშა კი არა, სარეკლამო ბილბორდი­ გხვდება, რომელიც"ჩრდილავს"ქვეყნის სიმბოლოს: ჯერ ხედავ რეკლამას და მის ფონზე­ ქართული დროშა თითქოს მორიდებით ფრიალებს. ვიღაცას კომერციულად მომგებიანი ადგილი უპოვია და არ აინტერესებს,­ ფულის თვლის იქით რაიმე არსებობს თუ არა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლით ეროვნული დროშის შებღალვა ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, კოდექსში არ არის დაზუსტებული შებღალვა მაინცდამაინც დროშის გათელვას გულისხმობს თუ ისეთ ქმედებასაც, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ეს რომ დაზუსტებული იყოს, შესაძლოა, საქმე სასამართლოს დარბაზებში გაგრძელებულიყო.

ყველაზე გულდასაწყვეტი კი, აი, რა არის: დაახლოებით ერთი წლის წინ "კვირის­ პალიტრა" წერდა დროშისა და ბილბორდის ამბავზე. გვეგონა, მერია შეშფოთდებოდა, ბილბორდის პატრონი ან რეკლამის დამკვეთი იგრძნობდნენ უხერხულობას, თუმცა, თქვენც არ მომიკვდეთ! - დროშას ისევ ეფარება უზარმაზარი სარეკლამო დაფა, რომელზეც ისევ იმ კომპანიის რეკლამაა განთავსებული, რომელიც შარშან იყო. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი კი ცოტა ხნის წინ სპორტის მინისტრად დაინიშნა და დიდ კაბინეტში საქართველოს დროშების ფონზე ფიქრობს­ ეროვნული სპორტის პრობლემატიკაზე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია