60-იანი წლების თბილისის საზარელი ისტორია მამაზე, რომელმაც ქალიშვილი იმის გამო მოკლა, რომ მის გარდაცვლილ მეუღლეს გავდა

60-იანი წლების თბილისის საზარელი ისტორია მამაზე, რომელმაც ქალიშვილი იმის გამო მოკლა, რომ მის გარდაცვლილ მეუღლეს გავდა

ამბავი, რომლის შესახებ ახლა გიამბობთ, ძველი თაობის თბილისელებს კარგად ახსოვთ. ტრაგედია 50-60-იანი წლების თბილისში დატრიალდა და მთელი ქალაქი შეძრა. ვერაზე, კალანდაძის 3 ნომერში იშხნელების ცნობილი ოჯახი ცხოვრობდა. და-ძმა იშხნელები ტყუპები იყვნენ, ძმა ომში დაიღუპა. და, ეთერ იშხნელი კი უნივერსიტეტის ცნობილ პროფესორს, ავალიანს გაჰყვა ცოლად. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა თბილისში, თუმცა ერთად ყოფნა ცოტა ხანს გაგრძელდა. ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა პატარა გოგონა გაუჩნდათ. დედა მშობიარობას გადაჰყვა. როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, პროფესორმა მძიმედ გადაიტანა მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია. პატარა გოგონას აღზრდას თვითონ მოჰკიდა ხელი და მეორე ოჯახის შექმნაზე არც უფიქრია.

ამბობენ, რომ ტკივილის გადატანაში ვერც ბავშვი დაეხმარა და რაც უფრო გადიოდა წლები, შვილის მიმართ აგრესია უმძაფრდებოდა. მიაჩნდა, რომ საყვარელი ქალი სწორედ ბავშვის გამო დაკარგა.

ბავშვი დედას დღითიდღე ემსგავსებოდა და მამასაც მეტი აგრესია უჩნდებოდა მის მიმართ, - იხსენებს მათი მეზობელი.

მამამ შვილს საყვარელი ქალის დაკარგვა არ აპატია და როცა 12 წლის გახდა, მოკლა. ერთ საღამოს, როცა სახლში დაბრუნდა, კარი ჩაკეტა და ბავშვი მოკლა. ამ ფაქტს მეზობლებიც შეესწრნენ, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილზე მისულ პოლიციას და სასწრაფო დახმარებას 12 წლის ქერათმიანი, ლამაზი გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. მას 16 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მამამ თვითდაზიანებებიც მიიყენა, სცადა თავი მოეკლა, მაგრამ პოლიციამ მისი გადარჩენა შეძლო.

სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ფსიქიურად შეშლილი იყო, სტრესი ჰქონდა მიღებული და ფსიქიატრიულში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE