ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში

ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში

bpn.ge შეეცადა გაერკვია, რა ფასი აქვს ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს ადგილობრივ ავტოსალონებში.

საქართველოში მანქანების რიცხვი დღითიდღე იზრდება და ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების რიცხვმა უკვე 1 მილიონს გადააჭარბა. ავტოპარკის დიდი ნაწილი ევროპიდან და ამერიკიდან შემოყვანილი, ე.წ. მეორადი ავტომობილებისგან შედგება, თუმცა არის მომხმარებელთა მცირე ნაწილი, ვინც ახალ ავტომობილს ირჩევს.

bpn.ge შეეცადა გაერკვია, რა ფასი აქვს ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს ადგილობრივ ავტოსალონებში.

როგორც ”ტოიოტას” ცენტრში გვითხრეს, მათ სალონში ყველაზე მაღალი კლასის მანქანა lexus NX-ია, რომლის შეძენა მომხმარებელს 95 000 დოლარად შეუძლია. ამ ჰიბრიდული ავტომობილის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი ეკონომიურობაა - lexus NX-ს 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 5,2 ლიტრი საწვავი სჭირდება. გარდა ამისა, lexus NX თანამედროვე დიზაინით, სასიამოვნო და ფუნქციური ინტერიერით გამოირჩევა, რომლის მართვა ადამიანს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

”ფოლკსვაგენის” ცენტრში მაღალფასიან სეგმენტში აქვთ წარმოდგენილი "ფოლკსვაგენ ტუარეკი" - მაღალი გამავლობის ჯიპი სრული აღჭურვით, 245 ცხენის ძალითა და 3,0 ძრავით. მაღალი კომპლექტაციით ”ფოლკსვაგენ ტუარეკის” შეძენა 70 000 დოლარად არის შესაძლებელი. ”ტუარეკის” მინიმალური ღირებულება 55 000 დოლარიდან იწყება. როგორც ფოლკსვაგენის ცენტრში აცხადებენ, მაღალი ეკონომიურობიდან გამომდინარე მომხმარებელთა 95% დიზელის ძრავს იყენებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია