"მიკვირს, როგორ გაუძლო ჩემმა გულმა, ან სხეულმა, ან სულმა ამდენ განსაცდელს, რაც მე გამოვიარე" - ილია მეორე

"მიკვირს, როგორ გაუძლო ჩემმა გულმა, ან სხეულმა, ან სულმა ამდენ განსაცდელს, რაც მე გამოვიარე" - ილია მეორე

"მიკვირს, როგორ გაუძლო ჩემმა გულმა, ან სხეულმა, ან სულმა ამდენ განსაცდელს, რაც მე გამოვიარე", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში გააკეთა. პატრიარქმა საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღეების შესახებ ისაუბრა.

"ჩემს ცხოვრებაში ყველა დღე მნიშვნელოვანი იყო და არის. მაგრამ, რა თქმას უნდა, არის განსაკუთრებული დღეები, ამის გახსენება შეიძლება. ეს დღე არის, მაგალითად, ის, როცა მე გადავწყვიტე ბერობა. ეს არის ჩემი კურთხევის დღეები, დიაკონად, მღვდლად ეპისკოპიად, პატრიარქად, ბევრი დღეა მნიშვნელოვანი და მე ვმადლოვბ, ღმერთს, რომ მეხმარებოდა. ღმერთი, რომელიც აძლევს ჯვარს, მძიმე ჯვარს, იგივე უფალი ეხმარება ამ ჯვრის ტარებაში. მე მიკვირს, როგორ გაუძლო ჩემმა გულმა ან სხეულმა ან სულმა ამდენ განსაცდელს, რაც მე გამოვიარე", - აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის, 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით - მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ალექსის მიერ - წმიდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.

1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში.

1967 წლის 1 სექტემბერს იგი დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ. -ში).

იხილეთ ასევე: პატრიარქის სასწაული, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს შვილი გადაურჩინა

პატრიარქი ვერ იხსენებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა რჩევა ჰკითხეს

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია