თბილისის მერია 650 ეკოლოგიური ავტობუსის შეძენას გეგმავს

თბილისის მერია 650 ეკოლოგიური ავტობუსის შეძენას გეგმავს

თბილისის მერია 650 ეკოლოგიური ავტობუსის შეძენას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ EBRD-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს იქნება მნიშვნელოვანი ინვესტიცია მწვანე საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. "ეს ევროპული სტანდარტების ავტობუსები ბუნებრივ აირზე იმუშავებენ, აღიჭურვებიან ევრო-6 ძრავით და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებისათვის გათვალისწინებული მექანიზმებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მთლიანობაში ეკოლოგიური მიმართულება, მწვანე სივრცეების დაფუძნება, შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, ქალაქის გამწვანება და ურბანული პროექტების განხორციელებისას მწვანე პლატფორმაზე დაყრდნობა თბილისის ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილებაა.

დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკია, ამ პროცესში საქართველოს სათანადო ტექნიკურ თუ სხვა სახის დახმარებას აღმოუჩენს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია