ვის რა განათლება აქვს - ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სწავლობდნენ

ვის რა განათლება აქვს - ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სწავლობდნენ

საზღვარგარეთ სწავლა საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ქართველი სტუდენტები წარმატებით სწავლობენ კოლუმბიის, ოქსფორდის, ჰარვარდის, ბოსტონისა და სხვა წამყვან პრესტიჟულ სასწავლებლებში. უცხოური განათლება ქართველ მაღალჩინოსნებსაც აქვთ მიღებული. მათ შესახებ ჩვენი სტატიით შეიტყობთ.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1992 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. იმავე წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში "Patterson, Belknap, Webb & Tyler". 1994 წელს მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა.

გიორგი მარგველაშვილი

ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი პროფესიით ფილოსოფოსია, ფილოსოფიურ მეცნირებათა ხარისხი გიორგი მარგველაშვილმა 1992 წელს მოიპოვა. პრეზიდენტს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მიღებული აქვს ევროპული განათლებაც. 1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, სწავლობდა პრაღაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ევროპაში განაგრძო. 2002-2004 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სწორედ იმ პერიოდში მოხვდა ბიძინა ივანიშვილთან და რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად. 2012 წლიდან კი ქვეყანას ჩაუდგა სათავეში.

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ევროპული განათლება აქვს მიღებული.1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი. 2000 წელს კი საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში ჩააბარა და საჯარო ადმინისტრაციაში დაიცვა მაგისტრის ხარისხი.

გიგა ბოკერია

შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ გიგა ბოკერია განათლებით ისტორიის მასწავლებელია. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი. თუმცა ამას არ დასჯერდა და სასწავლებლად ევროპაში წავიდა. სადაც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

გელა ბეჟუაშვილი

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ევროპული განათლების მქონეა. 1991 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უკრაინის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის იურისტის კვალიფიკაცია. 1997 - დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, რის შემდგომაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 - სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაში, სახელმწიფო მართვის მაგისტრის კანდიდატი. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური კურსები სამართლისა და სახელმწიფო მართვის საკითხებში აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1996 წელს დაჯილდოვებულია აშშ-ის მთავრობის სტიპენდიით. 1998 წელს - დაჯილდოვებულია გაერო-ს სტიპენდიით.

თინათინ ბოკუჩავა

უცხოური განათლება აქვს უმცირესობის წევრს უმცირესობის ახალგაზრდა წევრს თინათინ ბოკუჩავასაც. თინათინ ბოკუჩავა 2008-2009 წლებში ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში სწავლობდა, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა დეპუტატი ფლეტჩერის სასწავლებელში თავადაც მუშაობდა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია