"ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში: 17 წლის პატარძალი, 57 წლის ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა"

"ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში: 17 წლის პატარძალი, 57 წლის ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა"

16 მაისს გროზნოში გამართულმა ქორწილმა რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქმე ეხება არასრულწლოვანი გოგონასა და ჩეჩენი ჩინოვნიკის დაოჯახებას. ჩეჩნეთის ადმინისტრაციული რაიონის ნოჟაი-იურტოვკის პოლიციის მაღალჩინოსანი და რამზან კადიროვის ახლო მეგობარი 47 წლის ნაჟუდ გუჩიგოვი 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე დაქორწინდა. ლუიზა ნაჟუდის მეორე ცოლია, პირველი ცოლისგან პოლიციელს ახალშერთულ ცოლზე უფროსი ვაჟი ჰყავს.

ქორწილის ირგვლივ მითქმა-მოთქმა მას შემდეგ ატყდა, რაც გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ნოჟაი-იურტოვკის მთავარი პოლიციელი არასრულწლოვანზე აპირებდა დაქორწინებას, თანაც გოგონას ნების საწინააღმდეგოდ. კადიროვმა ქორწილს "ათასწლეულის დღესასწაული" უწოდა და განაცხადა, რომ ჭორებს გუჩიგოვს "ვიღაც ლიბერალები" უვრცელებდნენ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე|რას ამბობს ქორწილამდე 1 თვით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ჩეჩენი პატარძალი, რომელიც 57 წლის მამაკაცზე გაათხოვეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია