ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი - "არ ვიტყვი ვინ გამომიგზავნა, სულ რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დამირეკონ"

ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი - "არ ვიტყვი ვინ გამომიგზავნა, სულ რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დამირეკონ"

ზაზა გაბედავა Ambebi.ge-ს სკანდალურ ფოტოს აწვდის, სადაც მისი განცხადებით, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი. გავედავა ამბობს, რომ ეს არის კადრი ქუჩაში დამონტაჟებული კამერიდან და ის მის ხელში ქართული სპეც-სამსახურებისგან მოხვდა. 

- ვინ მოგაწოდათ ეს ფოტო და ვინ არის მასზე ასახული მამაკაცი?

- როცა ბესო ხარძიანი დაიღუპა, მეორე თუ მესამე დღეს მომაწოდეს ეს ფოტო ქართულმა სპეც-სამსახურებმა. ფოტო ქუჩის კამერებით არის გადაღებული, სადაც ჩანს, როგორ გარბის ბესო ხარძიანის მკვლელი. კონკრეტულ ადამიანს, ვინც ეს ფოტო მომაწოდა, არ დავასახელებ, თვით ღარიბაშვილმა და ივანიშვილმაც რომ დამირეკონ.

- რა ინფორმაცია გაქვთ დამატებით ამ პირის შესახებ და აქამდე რატომ არ გაასაჯაროვეთ ფოტო?

- სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. ფაქტი ის არის, რომ მოსკოვში მყოფ კაცს გამომიგზავნეს მკვლელის ფოტო. რომ ვერ იძიებენ საქმეს, იმიტომ გამოვაქვეყნე სურათი ახლა. ძალიან მარტივად შეიძლება ამ ფოტოსურათით ნახონ აეროპორტის ჩანაწერები და დაადგინონ ამ კაცის გვარი და სახელი.

- იცნობდით ბესო ხარძიანს?

- არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი, კარგი პიროვნება იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის თანამზრახველია.

ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით კი მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია. "რაც შეეხება დამკვეთს, იმ პირთა წრე გვეტყვის, ვის გარშემოც ეს პირი ტრიალებდა", - აცხადებს სალაყაია.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას უკვე აქვს დასაბუთებული ვარაუდი მკვლელის ვინაობაზე.

რაც შეეხება კითხვას, დატოვა თუ არა ეჭვმიტანილმა საქართველოს ტერიტორია, ადვოკატის ინფორმაციით, ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახის წევრების განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ "სიტყვა გაექცათ".

"ბესიკ ხარძიანის პირველ ვაჟს სიტყვა გაექცა, რადგან ნაკლებად იყო ის არგუმენტირებული. ის საფუძვლები, რაც მას მოჰყავს, თითქოს რაღაც აქვს ნანახი, საკმარისი არ არის, რომ ბესიკ ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილი დაადანაშაულოს. ამას გამოძიება გაარკვევს, რას ეფუძნებოდა ბატონი მიშა ხარძიანის გამონათქვამები", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია