კოტე თოლორდავას ოჯახს ბინა აჩუქეს

კოტე თოლორდავას ოჯახს  ბინა აჩუქეს

"განო ჩემო მეგობარო... ეს შენი და ბავშვების ახალი ბინაა. ეს იმიტომ, რომ შენ აღარაფერზე არ იფიქრო... იფიქრო რა თქმა უნდა კოტეზე, მაგრამ იფიქრო ბავშვბეზე და იმ პატარაზე, რომელსაც ელოდები... მე მინდა ეს იყოს შენთვის ყველაზე ბედნიერი ბინა. ეს ყველაფერი არ იქნებოდა რომ არა შენი მეგობრები, ნოე სულაბერიძე და "არქი ჯგუფი". -  ასე მიმართა ეკა ხოფერიამ განო მელითაურს იმ ბინიდან, რომელიც მალე განოს საკუთრება გახდება.

"განოს მინდა მოვუხადო ბოდიში, რომ ის წინააღმდეგი იყო რაიმე მსგავსი ტიპის ნაბიჯისთვის" - აღნიშნა ნოე სულაბარიძემ.

როგორც "არქი ჯგუფის" დირექტორმა აღნიშნა, ბინა ფაქტიურად გამზადებულია და ძალიან მალე, დასრულებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ განო შეძლებს აქ გადმოსვლას.

დღეს, ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკა ხოფერიას შოუში მსახიობ კოტე თოლორდავას დედის ინტერვიუ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან  ორმოცი დღე გადის.

მსახიობი მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

წაიკითხეთ: "ვგრძნობდი, ცოტა ხანი ცხოვრება იყო მისი ბედი" - კოტე თოლორდავს დედის პირველი ინტერვიუ

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია