"ვგრძნობდი, ცოტა ხანი ცხოვრება იყო მისი ბედი" - კოტე თოლორდავას დედის პირველი ინტერვიუ

"ვგრძნობდი, ცოტა ხანი ცხოვრება იყო მისი ბედი" - კოტე თოლორდავას დედის პირველი ინტერვიუ

ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკა ხოფერიას შოუში მსახიობ კოტე თოლორდავას დედის ინტერვიუ გავიდა.

მსახიობის დედამ, შვილის ბავშვობის წლები გაიხსენა და მის თვისებებზე ისაუბრა.

კოტეს გზა ...

როგორ გითხრათ, გამორჩეულად უყვარდა კითხვა. ჰქონდა საყვარელი წიგნები. უყვარდა მაინ რიდი. დრაიზერი და ჯონ გოლზუორთი. ის იყო სენტიმენტალურიც და ძლიერიც. როცა კოტეზე ფეხმძიმედ ვიყავი ინტურისტში ვმუშაობდი. ხშირად ვაწყობდით პოეზიის საღამოებს. გერმანულად ნათრაგმნი სამანიშვილის დედინაცვალიც კი დავდგით. ამის შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა. კოტემ დედის სხეულიდან შეიგრძნოდა სეიყვარა ეს ყველაფერი. სახის ოვალით მე მგავდა. როცა ცდილობდა დაეკლო წონაში, ვეუბნებოდი, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან სახის ფორმაზე ეს არ აისახებოდა.

მე ვიყავი ძალიან მკაცრი დედა. მე სხვა გზა არ მქონდა. ასე უნდა მოვქეულიყავი. ჩემი ძმა ძალიან ადრე დაიღუპა. კოტე მაშინ სამი წლის იყო. .. მე ყოველთვის მოხარული ვიყავი ჩემი ვაჟის როლებით. სასიამოვნო იყო ყურება. მე ყოველთვის ვესწრებოდი მის გამოსვლას. მხოლოდ ბოლო წლებში ვერა, რადგან ჯანმრთელობა აღარ მქონდა. ცხოვრებასი არ უმღერია, მაგრამ თქვენთან რომ დაიწყო სიმრერა, იქაც კი დავდიოდი. უნივერსიტეტში ჩაბარებისას იმღერა "ყვავილების ქვეყანა" - მეტი არ უმღერია.

მას ძალიან კარგი აურა ჰქონდა. მახსოვს ერთ გადაცემაში მოყვა, რომ ბომჯებივით ვცხოვრობდით.

ამბობდა ბევრს უჭირს, მეც მიჭირს, მაგრამ მე იმაზე ვფიქრობ, სხვებს უჭირთო. მას შეეძლო უკანსაკნელი გაეცა ყველასთვის. თავისებური ბიჭი იყო. მას უნდოდა ჰყოლოდა ბევრი შვილები. რადგან თვითონ არ ჰყავდა არც და, არც ძმა და ძალიან ბედნიერი იყო როცა გამოჩნდა ოლია - მისი და.

ბუკა მიჰყვება აშკარად მამის გზას. კოტე წინააღმდეგი იყო, მაგრამ მარიამს უნდოდა ძალიან. მარტში უკვე ჰქონდა გამოსვლა. ახლა ბარსელონაში ჰქონდა სპექტაკლი.

კოტეს ცხვირის ხრტილი ჰქონდა გატეხილი და ბოხი ხმა ჰქონდა. მეც ბევრს ვეწეოდი და ბოხი ხმა მაქვს. ხშირად ერეოდათ ჩვენი ხმები. კოტეს შეეძლო ბევრი გაეკეთებინა კიდევ ცხოვრებაში და მე მეშინია ის არ დაავიწყდეთ.

მოსკოვში გაფრენამდე მას ჰქონდა პრემიერია. ტასიკოსთან ერთად წავიდა. მოვიდა პალიტრასი წავიდა - გადაცემა ჰქონდა. მოვიდა - მისი ტანსაცმელი ახალი გამშრალი იყო. ის ჩაიცვა. მეტი არ ჰქონდა რადგან მისი ჩემოდანი დაიკარგა. მოვიდა ჩამეხუტა, და მე წავედი. ძალიან დაღლილი ვიყავი.

ჩემი ქმარი ყოველთვის დადიოდა მივლინებებში. ეს ძალიან რთული იყო. 13 მაისს კი სავსე იყო აქაურობა ბავშვებით. ის ამ დღეს ყოველთვის მოდიოდა. ... რა შემიძლია... კოტე არ არის!

ყველანი 13-ში არიან დაბადებული, ჩემი ქმარი, კოტე, ოლის ვაჟი. ის ამბობს, რომ მისი ბიძა ძალიან ცნობილი მსახიობია საქართველოში. ამიტომ ჩააბარა თეატრალურ აკადემიოაში ავსტრალიაში. ...

ყველაფერი უყვარდა ამ ბიჭს. ყველაფრით უნდოდა ყოფილიყო დაკავებული. თამაშობდა ჭადრაკს, კალათბურთს. როდესაც გერმანიაში სწავლობდა მოიარა მთელი გერმანია და ნახევარი საფრანგეთი. ყველაფერი უნდოდა. ვცდილობდი რაღაც პრიორიტეტები ამომერჩია მისთვის. ხომ არ შეიძლება ყველაფერი გინდოდეს. რაღაცნაირად ვგრძნობდი რომ ცოტა ხანი ცხოვრება იყო მისი ბედი"...

ასევე იხილეთ: კოტე თოლოდრავას ოჯახს ბინა აჩუქეს

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია