დღეს ნიკოლოზობაა - რა ვიცით წმინდანის სასწაულების შესახებ

დღეს ნიკოლოზობაა -  რა ვიცით წმინდანის სასწაულების შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება.

22 მაისს ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა, ხოლო 19 დეკემბერი კი – წმინდანის ხსენების დღე.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა.

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

წმინდა ნიკოლოზის აღსრულებული სასწაულები

წმიდა ნიკოლოზის მიერ მომავალი ბერის (გაბრიელის) გადარჩენა დახრჩობისაგან

*******

ახალგაზრდობაში, ბერი გაბრიელი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.

ამ დროს ზღვის ტალღებზე წამოიმართა მღვდელმთავრის ძვირფასი სამოსით შემოსილი სპეტაკი წვერით შემკული ადამიანი, რომელმაც მკაცრად მიმართა გემის კაპიტანსა და მის თანაშემწეებს:

- სად არის თქვენი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენი დაუდევრობით ზღვაში იხრჩობა ადამიანი?

მისი მითითებით კაპიტანმა სასწრაფოდ უხმო მეზღვაურებს, რომლებიც ნავში ჩასხდნენ და აჩქარებით მოისვეს ნიჩბებს.

მეზღვაურებმა ცოცხალ-მკვდარი ახალგაზრდა ნავში აიყვანეს და ნაპირზე გავიდნენ. როდესაც ხელოვნური სუნთქვით მოასულიერეს, მერეღა მოიკითხეს მისი მეოხმყოფელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადარჩენილს უპოვეს მკერდზე ჩამოკიდებული წმიდა ნიკოლოზის ხატი, შეიცნეს მასში მშველელის ჭეშმარიტი ვინაობა.

********

ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი იმდენად დასნეულდა, რომ არც დგომა და არც სიარული არ შეეძლო. ფეხები სულ დაკრუნჩხოდა და მხოლოდ ცოცვასღა თუ ახერხებდა. ასეთ დღეში იყო იგი 6 თვე. მრავალ ექიმთან იმკურნალა, მთელი თავისი ქონება ამაში დაეხარჯა, შველას კი ვერავისგან იღებდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზობას დაინახა ტაძრისაკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმინდა ნიკოლოზი და ჰკითხა:

- საით მიღოღავ ასე გაჭირვებით?

- ეკლესიისკენ. - მიუგო ყმაწვილმა და შესჩივლა თავის მდგომარეობაზე.

- მომყევი, მართლა თუ გინდა განიკურნო. - უთხრა წმინდანმა. მერე მიიყვანა ეკლესიის კარამდე, თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეღოღდა ტაძარში, დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმინდანის ხატს, იცნო იგი და შესძახა:

- წმინდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. განა შენ არ შემპირდი: თუ გსურს განკურნება, მე მომყევიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გევედრები, განმკურნე!

დიდხანს ლოცულობდა ასე თვალცრემლიანი და ბოლოს სთხოვა გარშემომყოფთ, წამოეყენებინათ და მიეყვანათ წმინდა ნიკოლოზის ხატთან. მათაც წამოაყენეს იგი. მაშინ ყმაწვილმა შესძლო მაგრად მოხვეოდა ხატს, რასაც იგი მანამდე ვარ ახერხებდა, ემთხვია და უცებ მყარად დადგა მიწაზე, რადგან ფეხები გასწორებოდა. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ ანთებული კანდელიდან ზეთი იცხო და ყველას თვალწინ სასწაულებრივად მთლიანად განიკურნა.

****

ერთი მდიდარი კაცი თავის მხლებლებთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მივიდა შესაწირის გასაცემად. ეკლესიის მახლობლად გზაზე დაგდებული მიცვალებული დაინახა და იგი მონასტერში ქრისტიანულად დაკრძალა და ბერებს მისი სულის მოსახსენიებლად გარკვეული თანხაც დაუტოვა. მერე კი გზა განაგრძო.

იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც გვამი იპოვა, მტირალი ბიჭი შეამჩნია.

- რა გატირებს? - ჰკითხა მან.

- მამაჩემი ყაჩაღებმა მოკლეს და გაძარცვეს. მის გვამს ვეძებ და ვერ მიპოვნიაო. - უპასუხა ბიჭმა.

მაშინ უთხრა ყმაწვილს, როგორ და სად დაკრძალა მამამისი და მონასტრამდეც გააცილა. სთხოვა ბიჭმა ბერებს, გაეთხარათ საფლავი, რათა წაეღო მიცვალებული მგლოვიარე დედასთან. ბერებმაც გათხარეს და მასში მიცვალებულის ნაცვლად უამრავი ოქრო-ვერცხლი აღმოაჩინეს. გაოცებულებმა ბიჭისკენ გაიხედეს, მაგრამ იგი გამქრალიყო. მაშინ ადიდეს უფალი, თუმცა ვერ აეხნათ რა მოხდა. იმავე ღამით სავანის იღუმენმა წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელმაც უთხრა:

- უფალმა ინება რომ ამიერიდან არ გეცხოვრათ სიღატაკეში და ამისთვის გამოიგიგზავნათ ის კეთილმოსავი ადამიანი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია