როგორ დავიცვათ თავი "შოკირებული" თუ ბალზამირებული ფრინველის ხორცისაგან?

როგორ დავიცვათ თავი "შოკირებული" თუ ბალზამირებული ფრინველის ხორცისაგან?

"წელს საქართველოში უცხოეთიდან ერთი ცალი კვერცხიც არ შემოსულა"

ერთ ძველ, სიკეთით სავსე კომედიას თუ ვენდობით, ყველა ფრინველი სასარგებლო არსებაა, რადგან ადამიანს "ხორცს, კვერცხს და ბუნდღას" აძლევს, მაგრამ ეს უწყინარი ხუმრობა ყოველთვის როდი მართლდება - თურმე შეიძლება ფრინველის ხორციც მავნებელი იყოს, კვერცხიც და თქვენ წარმოიდგინეთ, "ბუნდღაც"... მაგალითად: ბოლო დღეებში რუსეთის სანიტარიული სამსახური აქტიურად განიხილავს აშშ-იდან ქათმის კვერცხის ექსპორტის აკრძალვის საკითხს. ამის მიზეზად ფრინველის გრიპი სახელდება, რომელიც თურმე ფართოდ არის გავრცელებული ამერიკის ტერიტორიაზე. უფრო ადრე რუსეთში არ შეუშვეს ამერიკული ქათმის ხორცი, რადგან მისი სერთიფიკატი გამოშვების ვადაზე ადრე იყო გაცემული. ერთი სიტყვით, ამ უწყების შიშით რუსეთის ცაზე საეჭვო ფრინველიც კი ვერ გადაიფრენს, რასაც საქართველოზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ბპნ.გე დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში. გთავაზობთ ინტერვიუს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელ ზურაბ უჩუმბეგაშვილთან:

- რამდენად სასარგებლოა კვერცხი, რომელიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება და რა წილი უჭირავს ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქციას?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ბაზარს კვერცხით ჩვენი, ადგილობრივი წარმოება ამარაგებს. ამ პროდუქტის წარმოების მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე მასზე მოთხოვნილება, ამის გამო 2015 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთი ცალი კვერცხი არ შემოსულა უცხო ქვეყნებიდან. კვერცხის წარმოება იმ დონეზე განვავითარეთ, რომ შევძელით და ფასიც დავწიეთ. კვერცხის ბაზარი არ საჭიროებს ვიღაცის დახმარებას, უბრალოდ, ჩვენ გვინდა სხვა მწარმოებლებთან თანაბარ პირობებში ვიყოთ. ფრინველის ფაბრიკები მთელ საქართველოშია მოფენილი - სარფით დაწყებული, ახმეტითა და ლაგოდეხით დამთავრებული. ძირითადი მწარმოებელი კახეთი და შიდა ქართლია, მაგრამ დასავლეთ საქართველოშიც არის ფაბრიკები, რომლებიც შედარებით მცირე ზომისაა.

- ესე იგი, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კვერცხი ჩვენს მაღაზიებში არ არის?

- დიახ, ასეა, და თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ გადაამოწომოთ. ყველა მონაცემი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დევს: რა შემოდის ქვეყანაში, ან რა გადის, შეგიძლიათ ნახოთ. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ერთი ცალი იმპორტირებული სასურსათო კვერცხიც არ შემოუსულა. საბედნიეროდ, ჩვენზე ლარის "გაქცევამ" და ამით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმაც ვერ იმოქმედა. აღდგომისა და ახალი წლის დღეებში, როდესაც ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან იზრდება, იმდენად დავწიეთ ფასები, რომ ყველა იმპორტიორს კვერცხის შემოტანის სურვილი მოვუკალით. უფრო მეტიც, თავისუფლად შეგვიძლია პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ, თუ ვინმე მიიღებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია