"ზურა დოლჩე და მაია გაბანა" – მაია ფანჯიკიძემ და ზურა აბაშიძემ ასფალტზე არსებული ორმოები ამოავსეს

"ზურა დოლჩე და მაია გაბანა" – მაია ფანჯიკიძემ და ზურა აბაშიძემ ასფალტზე არსებული ორმოები ამოავსეს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" გვერდზე მაია ფანჯიკიძისა და ზურა აბაშიძის სურათებს აქვეყნებს, სადაც ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები მათ მიერ ამოვსებული ასფალტით იწონებენ თავს. გთავაზობთ სტატუსს:

"ორმოში ჩავარდნილი კაცის ამოყვანას ჯობს ამოავსო ორმო და მშვიდობით იაროს ყველამო", ამბობს ძველი რაჭული ანდაზა.

ჯინსივით გაცვეთილი ქუჩების კემსვა-კემსვაში, "ლოსკუტებს" და "ლატკებს" შორის, ასფალტის ჯინსის სამამულო წარმოების ბრენდის იარლიყიც გაჩნდა.

მეორე ფოტოზე კი თავს იწონებენ და ყელყელაობენ დიზაინერთაგანები - ზურა დოლჩე და მაია გაბანა.

"FD.GE" პარტიის ვებგვერდის მისამართია.

ქუჩის მკერავების თხოვნასაც აქვე ვაზიარებ, თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ

"გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა:

თავისუფალი დემოკრატები გთხოვთ ყველას, ვისაც გაქვთ დარჩენილი საშენი მასალა, ან დამტვრეული კაფელი/მეტლახი, მოგვაწოდოთ ჩვენს ოფისში - მის.: მარი ბროსეს ქ. #1, ან დაგვიკავშრდით და ჩვენ მოვალთ და წამოვიღებთ.

ტელ.: 0322932680" - წერს ფანჯიკიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია