შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქირაობს კილერებს?

შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქირაობს კილერებს?

"ე.წ. კილერები საქართველოში ოკუპირებული ტერიტორებიდან გადმოჰყავთ და დავალების შესრულების სანაცვლოდ სულ რაღაც 20 000 დოლარს უხდიან."

"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის მომზადება ტიპურ შეკვეთილი მკვლელობის მაგალითს ჰგავს, როდესაც დაქირავებული უცხოელი მკვლელი, რამდენიმე თვით ადრე ჩადის ქალაქში, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, რათა უცხო გარემო კარგად შეისწავლოს და ყველა დეტალი გათვალოს."

რამდენიმე დღეა ქართული საინფორმაციო საშუალებები ავრცლებენ ფოტოს, რომელზეც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელია ასახული.ერთ-ერთი ვერსიით, ფოტო თავდაცვის სამინისტროს შენობასთან უნდა იყოს გადაღებული.

მოსკოვში მცხოვრები ადამიანი, რომელმაც ფოტო "ამებები.გე"-ს გადასცა, ამტკიცებს, რომ მას ფოტოსურათი მკვლელობიდან მეორე თუ მესამე დღეს მიაწოდეს, თუმცა აცხდებს: "კონკრეტულ ადამიანს, ვინც ეს ფოტო მომაწოდა, არ დავასახელებ, თვით ღარიბაშვილმა და ივანიშვილმაც რომ დამირეკონ."

ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხზე მეტი კითხვაა, შესაბამისად, რთულია მისი ნამდვილობა დაიჯერო, მით უფრო, რომ საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, ყველა იმ შეკვეთილი მკვლელობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, პროფესიონალებს ქირაობდნენ, შესაბამისად, სამართალდამცავებმა მათ კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.

"ე.წ. კილერები, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორებიდან გადმოჰყავთ და დავალების შესრულების სანაცვლოდ სულ რაღაც 20 000 დოლარს უხდიან." - ეს სკანდალური განცხადება პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ ცოტა ხნის წინ გააკეთა. გადავწყვიტეთ გავიხსენოთ რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია, საზოგადოების დიდი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები კილერის ტყვიამ იმსხვერპლა...

დუდუ დადიანის მკვლელობა და ლიკვიდირებული მოწმე

22 იანვარს, 22 იანვარს დღის 12 საათზე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დუდუ დადიანი, ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტთან, ბესო ლიპარტელიანთან შესახვედრად მივიდა.

დადიანს მკვლელი კიბეზე დახვდა და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან ოთხჯერ ესროლა, სამი ტყვია დუდუ დადიანს ხელში მოხვდა (როგორც ჩანს, ხელი მკერდზე ჰქონდა აფარებული), მეოთხე კი გულმკერდში.

იხილეთ გაგრძელება

შესანიშნავი 10-ეულის პირველი ლაივ კონცერტი "დიდ სცენაზე" 5 ივლისს წარსდგება

რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო

სს „ვანრიკაგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს