გარიგდებიან თუ არა შუქურა და დინამო ბათუმი?

გარიგდებიან თუ არა შუქურა და დინამო ბათუმი?

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი ლიგის მსაჯების გახმაურებულ საქმეში ბრალდებული არბიტრები გაათავისუფლა, რომლებსაც პირობითი სასჯელი შეეფარდათ და ფულადი ჯარიმის გადახდაც დაეკისრათ, თუმცა გარიგებული მატჩების პრობლემა არამარტო პირველ არამედ უმაღლეს ლიგაშიც გამოსარკვევია.

დღეს, უმაღლესი ლიგის ბოლო 30-ე ტურის მატჩები უნდა გაიმართოს.

ჩემპიონატი საკამოდ დაძაბული გამოდგა და ეს მუხტი უმაღლეს ლიგას ბოლო ტურამდე მოჰყვა, სადაც მეორე-მესამე ადგილების ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია - მესამე ადგილოსანი თბილისის დინამო სახლში ჩიხურას მასპინძლობს ხოლო დინამო ბათუმი ნომინალური სტუმრის სტატუსით ქობულეთის ჩელე არენაზე ადგილობრივ შუქურას დაუპირისპირდება. 52 ქულით კახი კაჭარავას ცხინვალი კი მეოთხე ადგილს იკავებს, რომელიც „დინამოებს“ 3 ქულით ჩამორჩება.

24 აპრილს შუქურას აწ უკვე ჩემპიონ და მაშინ ახლად გალიდერებულ გორის დილასთან სტუმრად ჩატარებული მატჩის ხასიათით და ფეხბურთის გულშემატკივრებში მაშინ გაჩენილი კითხვებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი მატჩი ბათუმელებისთვის ძნელი გასეირნება არ უნდა იყოს.

ადვილად წარმოსადგენია, რომ მატჩში ქობულეთს შუქურას თამაშის ხარისხი, „რატომღაც“ ისეთივე უმოტივაციო იქნება, როგორიც გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე იყო. გასავარდნ ზონაში დაძაბული მუხტი თითქმის აღარ არსებობს, ბოლო ადგილზე მყოფი მეტალურგი ჩემპიონატის დასრულებამდე რამოდენიმე თვით ადრე მსხვილი ფინანსური დავალიანების გამო გაკოტრდა, ხოლო მეთხუთმეტე ადგილოსანი ზესტაფონი კი ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გორის დილასთან საშინაო მატჩზე არგამოცხადების გამო უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზესტაფონის პრეზიდენტის განცხადებით გორის დილასთან მატჩზე არგამოცხადების ერთ-ერთ მიზეზად მან კლუბის ფეხბურთელების მოსყიდვის მცდელობა დაასახელა, როემლიც მისი თქმით გორის დილას წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული.

წყარო: info9

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია