Ambebi.ge საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

Ambebi.ge საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

21 მაისს ვენაში ევროვიზიის ფესტივალის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესოთა ათეულში მოხვდა.

AMBEBI.GE მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, მხარი დაუჭირონ ნინა სუბლატს, რადგან მისი გამარჯვება სწორედ ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ ხმის მიცემის წესებს:

"უყურეთ იმ ქვეყნის არხს, რომელშიც იმყოფებით და ისარგებლეთ მათ მიერ ნაჩვენები კოდით! კოდი, ანუ ხმის მისაცემი ნომერი კონცერტის მსვლელობის დროს გამოცხადდება.

თითო ნომრიდან ანუ თითო სიმ ბარათიდან შეგიძლიათ გააგზავნოთ 20 ეს-ემ-ეს-ი ან 20 ზარი! ანუ სულ ერთ ნომერს 20 ხმის მიცემა შეუძლია! ხმის მისაცემად გამოყოფილია გამოსვლის დასრულების შემდეგ მხოლოდ 15 წუთი".

გთავაზობთ ნინას პოსტს, რომლითაც იგი საზოგადოებას მიმართავს:

"იმას, რომ პატარა და შეჭირვებული ქვეყნიდან ვარ, ყოველდღიურად ვგრძნობ, ყველაფრით! მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. როგორც მე მოვახერხე ჩემი უდიდესი შრომის ხარჯზე კარგი პერფორმანსის წარდგენა, ისე უნდა მოახერხოთ თქვენ აქტიურობა! მე მჯერა, რომ თუ ადამიანს მიზანმიმართული სურვილი აქვს, ის აუცილებლად ყველაფერს შეძლებს! გთხოვთ, რომ ამ ვიდეოს და ზოგადად ყველაფერს რაც პოპულარიზაციისთვის კარგია, დიდი ყურადღება მიაქციოთ! დააშეარეთ ვიდეო, ოღონდ ჯერ თქვენ თვითონ ნახეთ და ლაიქი და კომენტარი დაუწერეთ! მიეცით საქართველოს ყველგან ხმა სადაც შეძლებთ! დაწერეთ კომენტარი ყველგან სადაც საუბარია ევროვიზიაზე! იაქტიურეთ იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, იმის მიუხედავად, რომ ერთი კინკილა ერი ვართ, როცა საჭიროა უდიდეს ქვეყნებზე მეტნი ვხდებით და ეს ჩვენი სიყვარულის, ერთგულების და პატრიოტიზმის დამსახურებაა!", - წერს ნინა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის ფინალი 23 მაისს გაიმართება, სადაც ნინა მაყურებლის წინაშე 23 ნომრად წარსდგება. სწორედ ფინალურ საღამოზე გამოვლინდება ევროფესტივალის გამარჯვებული.

იხილეთ ასევე|ძლიერი, დიდებული და ამაღელვებელი - წამყვანი უცხოური გამოცემები ნინა სუბლატის გამოსვლას ეხმაურებიან

"ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საზღვრებს გაანგრევს" - მარინა ბერიძის პროფესიონალური შეფასება ნინა სუბლატის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია