რჩევები დამწყებ მძღოლებს: ყურადღება, სიფრთხილე და უარი მარჯვენასაჭიან ავტომობილს

რჩევები დამწყებ მძღოლებს: ყურადღება, სიფრთხილე და უარი მარჯვენასაჭიან ავტომობილს

ავარია, ან, რბილად რომ ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევა, ძირითადად მძღოლის გამოუცდელობის ბრალია. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა დამწყები მძღოლი. საქართველოში მძღოლების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს მართვის მოწმობას და ყიდულობს ავტომობილს. დამწყები მძღოლების მომზადებას ნებისმიერ დროს უდიდესი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, მაგრამ ახლა, როცა მძღოლების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

მნიშვნელობა არა აქვს, სად და ვისგან ისწავლა ახალგაზრდამ ავტომობილის მართვა - მშობელმა ასწავლა, მეგობარმა, თუ ავტოსკოლაში ასწავლეს - დამწყები მძღოლი ყოველთვის დამწყებია, ანუ, გამოუცდელი მძღოლია. რაც არ უნდა დიდხანს მართოს მანქანა მასწავლებელთან ერთად და რაოდენ კარგადაც არ უნდა ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები, საჭესთან მარტო დაჯდომის შემდეგ ნებისმიერი ახალბედა მძღოლი სულ სხვა, მისთვის ახალ გარემოში აღმოჩნდება ხოლმე.

► ავტომობილის მართვისას ყველაზე მძიმე სენი თავდაუჯერებლობაა. თუ მძღოლი საკმარისად თავდაჯერებული არ არის, ხშირად უშვებს სერიოზულ შეცდომებს, ან მნიშვნელოვან სიტუაციაში შეიძლება პანიკაში ჩავარდეს, ამ დროს კი მცდარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა კიდევ უფრო მატულობს.

ამავდროულად, თავდაჯერება იოლად და სწრაფად არ მოდის - ამისათვის ხშირი ვარჯიშია საჭირო. სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად 18-დან 25 წლამდე ასაკის მძღოლების ბრალია. ანუ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავარიები ძირითად მძღოლების გამოუცდელობის, თავდაუჯერებლობის, ზედმეტი რისკის და, ასე განსაჯეთ, ხშირად თავხედობის გამო ხდება. დამაინც: რა უნდა ვურჩიოთ დამწყებ მძღოლებს?

რჩევა პირველი: ვარჯიში და სიფრთხილე

► მართვის მოწმობის აღების შემდეგ სასურველია, მაშინვე დაიწყოთ ავტომობილის მართვა - ჯერ მოკლე დისტანციებზე, შემდეგ კი, ნელ-ნელა, უფრო და უფრო დიდ დისტანციებზე. აუცილებელია სიფრთხილეც, ოღონდ გონივრული სიფრთხილე. ავტომობილის ფრთხილად მართვა არ გულისხმობს მაინცდამაინც ძალიან ნელა მართვას. გონივრული და დასაშვები სისწრაფე ნებისმიერ გზაზე მნიშვნელოვანია.

► მთავარია, არ დაარღვიოთ მოძრაობის წესები და გაითვალისწინოთ სხვა მძღოლების ინტერესები. კარგი იქნება, თუ ახალბედა მძღოლს მშობლებიც დაეხმარებიან და ათხოვებენ თავიანთ ავტომობილს. დამწყები მძღოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებაა და თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა გამოცდილება მიიღოს, ამაში უნდა დაეხმაროთ და ავტომობილი უნდა ათხოვოთ. აკრძალვა იმის შიშით, რომ შეიძლება რამე დაემართოს, ამ შემთხვევაში კარგს არაფერს მოგიტანთ - პირიქით, მშობლები უნდა დაეხმარონ შვილს კარგ მძღოლად ჩამოყალიბებაში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია