უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე გამავალ გაზსადენზე ავარიის დროული ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან გაზმომარაგება დიდი დიღომის (შპს "დიდი დიღომის" აბონენტები) მოსახლეობას შეუწყდება.

კომპანიის ინფორმაციით, გარდა ამისა, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ზურგოვანას დასახლებას, ზურგოვანას მიმდებარედ ამერიკელების დიპლომატიური კორპუსს, სოფელ დიღმის ნაწილს, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობას, დიღომი 7-ს, დიღომი 8-ს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სახელმწიფო უწყებებსა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა - საქალაქო სასამართლო, ცეესკო-სა და დაცვის პოლიციის შენობა, აგრარული უნივერსიტეტი, გაზგასამართი სადგური, სუპერმარკეტი "გუდვილი", რესტორნები - "მუხამბაზი" და "ფორტუნა". ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე "ღუდუშაურის სახელობის კლინიკა", "მიონი"-ს კომპლექსი. ასევე ლუბლიანას ქუჩის ბოლოში მდებარე საავადმყოფოები, ბიოქიმიიისა და ბიოტექნოლოგიის უნივერსიტეტი.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და დაბეჯითებით გირჩევთ, რომ გაზმომარაგების სრულად აღდგენამდე დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ონკანები", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია