ბიჭუნა, რომელმაც დედა სიკვდილისგან ერთი ზარით იხსნა - ლექსო ბოჟაძის ამაღელვებელი ისტორია

ბიჭუნა, რომელმაც დედა სიკვდილისგან ერთი ზარით იხსნა - ლექსო ბოჟაძის ამაღელვებელი ისტორია

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სოციალურ ვიდეორგოლს ავრცელებს პატარა ბიჭუნაზე, რომლის ზარმაც დედა სიკვდილისგან იხსნა:

"ძნელია, დაივიწყო 8 წლის პატარა ბიჭუნას აკანაკალებული ხმა, რომელიც 112-ის ოპერატორს დახმარებას თხოვდა: "ჩემი დედა ცუდადაა... ვერ დგება..." - ეს ლექსო ბოჟაძის ისტორიაა, პატარა ბიჭის, რომელმაც დედა სიკვდილს გადაარჩინა მხოლოდ იმით, რომ იცოდა სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს. ეს ამბავი ერთი წლის წინ, თბილისში მოხდა.

გასაოცარია, რომ 8 წლის ბავშვი არ დაიბნა და ოპერატიულად იმოქმედა. მან 112-ზე დარეკა და ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახლში არსებული სიტუაციის შესახებ. დედა გადარჩა...

ამ ისტორიამ ლექსო გმირად აქცია საქართველოში. 8 წლის ბიჭუნას ისტორიამ გულგრილი არ დატოვა არც ევროპა. პატარა ბიჭის გმირობის ისტორია მისაბაძი გახდა და 2015 წლის ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ლექსო ერთხმად დასახელდა "განსაკუთრებული მოქალაქის" ნომინაციაში გამარჯვებულად".

ამ ამბის ამსახველი მოდელირებული ვიდეო 112-მა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია