"არც ოქროს ჯვარია საჭირო და არც ბევრი ნათლია" - რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ნათლობაზე

"არც ოქროს ჯვარია საჭირო და არც ბევრი ნათლია" - რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ნათლობაზე

ყველა ქრისტიანულ ოჯახში ნათლობის პროცესი დიდ სამზადისთან არის დაკავშირებული. ჯერ ნათლიას (ან ნათლიებს) ვირჩევთ. სამწუხაროდ, ეს არჩევანი ზოგჯერ მომავალი ნათლიის საზოგადოებრივი ან ფინანსური მდგომარეობით არის განპირობებული... შემდეგ წვეულების ორგანიზება იწყება... თავად ნათლიასაც ბევრი საზრუნავი აქვს: ოქროს ჯვარი, საჩუქრები... თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, მაინც იჭირვებს, რადგან ფიქრობს, რომ "ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება".

სინამდვილეში როგორია ქრისტიანული წესი, როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია, როდის უნდა დავთანხმდეთ ნათლიობაზე და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება.

- როგორი ადამიანი უნდა ავირჩიოთ ნათლიად?

- ნათლიის არჩევისას უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა მისი ეკლესიურობა, რელიგიური ცნობიერება, საღმრთო საკითხებისადმი წვდომა უნდა იყოს. როდესაც იურიდიული საკითხები გვაქვს მოსაწესრიგებელი, კარგ იურისტს მივმართავთ, სახლის მოწყობისას - დიზაინერს, ავადმყოფობისას - რჩეულ ექიმს, მანქანის გასამართად - საუკეთესო ხელოსანს და ა.შ. მით უფრო, სული უნდა ვანდოთ ისეთ პიროვნებას, ვისაც ყოველკვირეული გამოცდილება აქვს ტაძარში სიარულისა, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას. არაფრით არ შეიძლება შერჩევა მატერიალური ნიშნით, "დავიმოყვრებ და შვილს ფინანსურად არ გაუჭირდება", "მიხედავს", "ოქროს ჯვარს აჩუქებს", "კარგი ნათლია" ეყოლება. სადაც მიწიერი ცნობიერება ერთვება, იქ სულიერი ღირებულებები კვდება. ეცადეთ, ისეთი ნათლია დაუყენოთ ბავშვს, რომელიც ქრისტიანულად აღზრდაში შეეწევა ოჯახს. ნათლიამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ფულზე მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრებაა. შეიძლება ჩვენგან ოქროებს მოელიან (ეს მიწიერი ხედვაა), მაგრამ ჩვენ გული რასაც გვთხოვს, ის უნდა გავცეთ. ოქრო და ბრილიანტის ჯვარი საერთოდ არ არის სავალდებულო, უფალმა ხის ჯვარი იტვირთა და მით გამოიხსნა კაცობრიობა. მასალა გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, საუკეთესო ბრილიანტს აირჩევდა ქრისტე. სულიერ ხედვას განაპირობებს ქრისტიანული ცხოვრება, ხოლო ხარჯებზე ფიქრი მიწიერი საზომია. ქრისტიანი ფინანსების გამო ნათლობაზე თავს არ შეიკავებს, უფრო სულიერი პასუხისმგებლობა თუ გვაიძულებს უარის თქმას.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია