სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები გაძვირდა

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები გაძვირდა

რამდენიმე დღეა, რაც ეროვნული ვალუტა ოდნავ დასტაბილურდა. თუმცა, ეს პროცესი მედიკამენტების ფასებზე რატომღაც არ აისახა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების ფასების არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა ლარის კურსმა რყევა დაიწყო, ქართული ფარმაკომპანიები მოსახლეობას აიმედებდნენ, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას არ გააძვირებდნენ. თუმცა, ფაქტი ნათელია- მედიკამენტებსა და ბავშვთა კვებაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. სპეციალისტების თქმით, გაჭირვებული მოსახლეობის ბიუჯეტს მთავარი ფინანსური დარტყმა სწორედ მედიკამენტების გაძვირებამ მიაყენა.

სამედიცინო ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა. თითოეული მათგანი კლიენტის მოსაზიდად მედიკამენტების გარკვეულ დასახელებაზე ფასდაკლებებს აცხადებს. თუმცა, ფასების შემოწმების შედეგად კლიენტი ხვდება, რომ კონკურენტ აფთიაქებში წარმოდგენილი მედიკამენტების ფასები ანალოგიურია.

bpn.ge გთავაზობთ ბავშვთა მოვლისა და კვების, ასევე, მედიკამენტების ფასების ჩამონათვალს:

აფთიაქებში ბავშვთა კვების საშუალებების დიდი არჩევანია. შესაბამისად, პროდუქციის ხარისხი და ფასიც განსხვავებულია. ყველაზე მოთხოვნადი "ჰიპისა" და "ჰუმანას" საკვები პროდუქციაა, რომლის ფასიც დაახლოებით 4-5 თვის წინ 9-10 ლარს შორის მერყეობდა, ახლა კი "ჰიპი" – 15,80 ლარი, ხოლო "ჰუმანა" – 13,90 ლარი ღირს. დაახლოებით სამით თვის წინ "ნუტრილონი" 17,80 ლარი ღირდა, ახლა კი 19,60 ლარია. თითქმის ამდენივე ღირს იმავე დასახელების საბავშვო ჩაი და ფაფები.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია