როგორი იყო პირველი ქართული რეკლამები

როგორი იყო პირველი ქართული რეკლამები

21-ე საუკუნის ადამიანს რეკლამა ყველგან თანს სდევს. ჩვენ გამუდმებით რეკლამის სამყაროში ვიმყოფებით. როგორც მარკეტერები და პიარის სპეციალისტები ამბობენ, დღეს კარგი რეკლამით შორს "გაფრინდები". ისინი ფიქრობენ, რომ ნახევარ საქმეს კარგად შეფუთული და მომხარებლამდე ეფექტურად მიტანილი რეკლამა აკეთებს.

რეკლამას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ მოვლენებს, თავისი დაბადების და განვითარების ისტორია აქვს. თვითონ სიტყვა ლათინური წარმოშობისაა და "ყვირილს" ნიშნავს (ლათ. reclamo – "წამოვიყვირებ") . რაც შეეხება მის შინაარს, ის არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ფორმითა და ხერხით.

როგორი იყო პირველი რეკლამები, სად და როდის დაიწყო მისი განვითარება? - როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რეკლამა არც XX და არც XXI საუკუნის "მონაპოვარი" არ არის. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე უძველეს ცივილიზაციებში ინფორმაციას სხვადასხვა ხერხით ავრცელებდნენ. II-III საუკუნეების ძველ საბერძნეთსა და რომში სავაჭრო განცხადებებს ხის დაფებზე, სპილენძის ფირფიტებსა და ძვლებზე წერდნენ და თვალსაჩინო ადგილას აკრავდნენ. გარდა ამისა, დაქირავებული ადამიანები საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ხმამაღლა კითხულობდნენ სავაჭრო თუ სხვა სახის განცხადებებს.

ძველ რომში, ქუჩებსა და მოედნებზე სპეციალურად აშენებდნენ კირით შეთეთრებულ კედლებს, რომლებიც დაყოფილი იყო კვადრატებად. ამ კვადრატებში ვაჭრები და მევახშეები ნახშირითა და წითელი საღებავით ათავსებდნენ შესაბამის განცხადებებს. ასევე არსებობდა მყვირალების ინსტიტუტი ე.წ. "პროკო", რომლებიც ხმამაღლა აცნობდნენ ხალხს ამა თუ იმ საქონლის, მოვლენის ან სანახაობის შესახებ. მოგვიანებით ინგლისსა და საფრანგეთში ეს ადამიანები ამქრებში გაერთიანდნენ.

ნამდვილი თანამედროვე რეკლამის წარმოშობას XV-XVI საუკუნეებში ვენეციელ გამომცემელს-მანუცის მიაწერენ. ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა დაიწყო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია