პრემიერი ნინა სუბლატთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

პრემიერი ნინა სუბლატთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ "ევროვიზიის" ფინალში ნინა სუბლატს.

"მინდა გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს - ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გავიდა. ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა "ევროვიზიის" საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა, გამარჯვებული გახდება. მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს, მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ ნინა სუბლატს. ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა. ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ "ევროვიზიას" საქართველოში", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია