არავინ იცის, როდის ჩამოიშლება მათი სახლის კედლები - შიშის ქვეშ მცხოვრები ადამიანები

 არავინ იცის, როდის ჩამოიშლება მათი სახლის კედლები -  შიშის ქვეშ მცხოვრები ადამიანები

ძველი თბილისი თავისი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობებით გამოირჩევა, თუმცა ყოველი წვიმიანი და ქარიანი დღე ზიანს აყენებს ძველ უბნებს. რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა ქარმა კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო ქალაქის ამ ნაწილს. ყველაზე მეტად კი სოლოლაკი დააზარალა.

სახურავი გადახადა ერთ სახლს, მაგრამ ამ და სხვა კორპუსებს მარტო სახურავის პრობლემა არ აქვთ. მოსახლეობის სიცოცხლე მუდმივად რისკის ქვეშაა, რადგან არავინ იცის, როდის ჩამოიშლება მათი სახლის კედლები.

ნინო ბაბაჯანოვა-სოფრომაძე, დადიანის ქუჩის მცხოვრები:

- გვიან ღამით გრუხუნი გავიგონეთ. როდესაც გარეთ გამოვიხედეთ, ვნახეთ, რომ სახლის სახურავის ნაწილი მოგლეჯილი იყო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქარმა ჩვენს სახლს სახურავი ახადა. პირველად ჩვენი სახსრებით, მეზობლებმა შევაკეთეთ სახურავი და ალბათ ახლაც იმავეს გავაკეთებთ, რადგან მერიის დახმარების იმედი არ გვაქვს.

- დახმარებისთვის მერიას მიმართეთ?

- პირველად დავწერეთ განცხადება, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება. ძველი თბილისი არავის აინტერესებს. ყოველ ნაბიჯზე რესტორნებს აშენებენ, ხოლო საცხოვრებელი სახლები უყურადღებოდაა მიტოვებული - თითქოს აქ არავინ ცხოვრობდეს.

უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში არიან ბეგლარ ახოსპირელის ქუჩის მცხოვრებნი. მათი სახლები იმდენადაა დაზიანებული, რომ არანაირ საცხოვრებელ სტანდარტებს არ შეესაბამება. ბატონი მერაბ ლოლაძისა და რიმა ბებოს სახლის კედლები ერთმანეთისგან მოწყვეტილია და საძირკველს - მოშორებული. მთავრობას ვინ ჩივის? მასმედიაც დიდად თავს აღარ იწუხებს ჩვენი პრობლემების გაშუქებით. რამდენიმე წლის წინ, მიწისძვრის დროს, რუსულმა არხებმა გააშუქეს ჩვენი პრობლემები, ხოლო ქართულ ტელევიზიებში ერთი სიტყვაც არ თქმულა. ყოველ წუთს შეიძლება კედლები მოსწყდეს საბოლოოდ ერთმანეთს. ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ სახლის შეკეთებას, მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდება? მაგდენი ფული საიდან გვექნება? რამდენჯერაც რამეს გავაკეთებთ, მალევე ფუჭდება. ასე რომ, ჩვენს ძალისხმევას აზრი არ აქვს. კედლებს შუა დარჩენილი ადგილი ჩვრებით გვაქვს ამოვსებული, ქარისა და წვიმისგან რომ მაინც დავიცვათ თავი. ჭერი და იატაკიც დღითი დღე იხრება.

- საერთოდ არავინ დაგხმარებიათ?

- რამდენიმე წლის წინ, მერია დაგვეხმარა გადახურვაში, როცა ქარმა დაგვიზიანა.Mმას შემდეგ არაფერი გაკეთებულა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია