"დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი" - დეკანოზი ანდრია კემულარია ნინა სუბლატზე

"დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი" - დეკანოზი ანდრია კემულარია ნინა სუბლატზე

დეკანოზი ანდრია კემულარია, ფეისბუქის გვერდზე "ევროვიზიის" კონკურს ეხმაურება და ქართველის მონაწილის, ნინა სუბლატის სასცენო იმიჯს აკრიტიკებს და "დემონურს" უწოდებს:

"ცოტა ხნის წინ ვნახე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლის სურათები. თავად ევროვიზია, როგორც ცნობილია, პოლიტიკური შოუა და იქ ნამღერი არ მსმენია ჰიტად ქცეულიყო. მაგრამ, ამაზე არაა საუბარი. დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი. მის გამოსვლას იწონებს ქვეყნის მოსახლეობა და აღიარებს, რომ ასეთი სახით ქვეყნის წარმოჩენა ეთამხება ერის შინაგან ორიენტირებს. იტყვის მავანი, ეფექტური სცენური სახეაო. არ არის ასე. ჩვენ იშვიათად ვფიქრობ სიმბოლიკაზე, მის გავლენაზე ადამიანსა და ერზე. ყოველ სიმბოლოს თავისი ზემოქმედება გააჩნია, გამოხატავს კონკრეტულ სულიერ ღირებულებას და, მეტიც, მის უკან კონკრეტული სულიერი ძალა დგას.

ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა ჩვენთვის ჯვრის ხატება სიწმინდე. როცა ვიწონებთ რაღაცას, ვეზიარებით იმას, რაც გამოიხატება, ვეთანხმებით იმას, როგორაც გამოიხატება. დემონური ხატება არ არის ის, რისი მორგება და მოწონება, თუნდაც ევროვიზიის მაგვარ სანახაობაზე, სიკეთეს მოუტანს საქართველოს. არადა, წესით, უცხოეთში შენი ქვეყნის საუკეთესო თვისებებსა და ღირებულებებს უნდა წარმოაჩენდე მაშინაც კი, როცა ეს იქ არავის ჭირდება. ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებს, რომ ამას ვერ ამჩნევს მრევლის ნაწილი. რაღაც დაგვიჩლუნგდა სულში" - წერს დეკანოზი.

ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში განთავსებულ კარვებში 712 პირის ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 1 პირს დაუდასტურდა

"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

როგორია შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა - ლევან რატიანი უახლესი ინფორმაციით