3 დაავადება, რომელიც შინაური ცხოველებისგან გემუქრებათ

3 დაავადება, რომელიც შინაური ცხოველებისგან გემუქრებათ

შინაური ცხოველი საყვარელიცაა და სტრესთან გამკლავების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებასაც წარმოადგენს. თუმცა ყველა სასიამოვნო მოვლენას თავისი ნაკლიც გააჩნია. შინაური ცხოველისგან შეიძლება გარკვეული დაავადებები გადაგედოთ, თუ სათანადო ყურადღებას არ დაუთმობთ ვაქცინაციის პროცესს.

წარმოგიდგენთ 3 დაავადებას, რომლებიც შინაური ცხოველებისგან გემუქრებათ.

ტოქსოპლაზმოზი

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტია. ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანმა შეიძლება ვერც იგრძნოს დასნებოვნება, სამაგიეროდ ფეხმძიმეებისთვის, ბავშვებისთვის და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის ძალიან საშიშია. ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში მოხვედრილი პარაზიტი ნაყოფს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და შეიძლება გარკვეული დეფექტებიც გამოიწვიოს.

სალმონელოზი

ეს ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც კუჭნაწლავს აზიანებს. ამ დაავადების მატარებელი ცხოველი ჯანმრთელად გამოიყურება, სამაგიეროდ ადამიანი კუჭის აშლილობას, გულისრევას, მაღალ ტემპერატურას უჩივის. გართულებების შემთხვევაში ლეტალური შედეგიც დგება.  ამ ბაქტერიას უმეტესწილად კუები გამოყოფენ. ამიტომ ვეტერინარული შემოწმების გარეშე ბავშვიან ოჯახში კუს ნუ მიიყვანთ.

მიკროსპორია

ეს დაავადება ძაღლებისა და კატებისგან გვემუქრება. ინფექციის წყარო სოკოს ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც კანზე საშინელი შესახედაობის წითელ გამონაყარს აჩენს. დაავადება ადვილად გადამდებია. ამისათვის საკმარისია გაეთამაშოთ და ერთხელ მაინც შეეხოთ დაავადებულ ცხოველს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია