ნათლიის მოვალეობები - რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა ნათლობის შესახებ

ნათლიის მოვალეობები - რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა ნათლობის შესახებ

"მართლმადიდებლურ კატეხიზმოში" ნათლობის საიდუმლოზე წერია: "ნათლობა - საიდუმლოებაა, რომლის დროსაც სამჯერ წყალში შთაფვლით და წმინდა სამების, მამა ღმერთის, ძის და სულიწმინდის მოწვევით მორწმუნე კვდება ხორციელი, ცოდვიანი ცხოვრებისთვის და სულიწმინდის მიერ ხელახლა იშვება სულიერ ცხოვრებაში, რადგან ნათლობა სულიერი შობაა და ადამიანი ერთხელ იბადება, ამიტომ საიდუმლოება არ მეორდება". რის გამო, არც ნათლულის შეცვლა შეიძლება და არც ნათლიისა.

ნათლიას ნათლულის წინაშე ვალდებულებები აკისრია, რომლის შესრულება ყველა მორწმუნესათვის სავალდებულია. ხშირად ისეც ხდება, რომ ნათლული ნათლიას იშვიათად ნახულობს, ან საერთოდ ვერ ნახულობს და ნათლულის წინაშე პასუხისმგებლობას სრულიად იხსნის. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ვალდებულებები აქვს ნათლიას ნათლულლის წინაშე და რამდენად სავალდებულოა მისი შესრულება.

ნათლიის უმთავრესი მოვალეობა ნათლულის სულიერი აღზრდა, მისი ქრისტიანულად განსწავლა, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განმტკიცებაა. მან უნდა ასწავლოს ნათლულს ყველაფერი, რაც სულიერ, ქრისტიანულ ცხოვრებას ეხება: ლოცვა, მარხვის დაცვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება. დაეხმაროს სულიერი მოძღვრის არჩევაში. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით ესაუბროს მათ მნიშვნელობაზე.

ე.ი. ნათლია სულიერი მშობელი ხდება, რომელმაც თვალყური უნდა ადევნოს ნათლულის სარწმუნოებრივ სვლას და საეხმაროს სარწმუნოებრივი ცხოვრების სწორად წარმართვაში. მას ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უფლისგან და პასუხს აგებს ღვთის წინაშე.

ნათლია წინამძღოლობს ბავშვის ცხოვრებას, ის ნათლულს არსობის პურის პატიოსნად მოპოვებაში უნდა დაეხმაროს, რათა მან არ დაივიწყოს ღარიბები, სუსტები და უძლურები. თავისი სათნო ცხოვრებით მაგალითს უნდა აძლევდეს ნათლულს, როგორ იცხოვროს და იშრომოს ქრისტიანმა. ნათლია უნდა ზრუნავდეს, რომ ნათლული არ აცდუნონ ცუდმა მეგობრებმა და მრუდე გზაზე არ დააყენონ...

ხშირად ნათლიად მატერიალურად შეძლებულ ადამიანს ეძებენ, რაც ვერცხლისმოყვარეობის ცოდვადაც კი გვეთვლება. ნათლია უნდა იყოს პირველ რიგში, სულით მდიდარი პიროვნება, რომელიც სულის გადარჩენაში დაგვეხმარება.

ეკლესიისთვის ასევე მიუღებელია სხვა ყოფითი უპირატესობითა თუ მიწიერი მიზეზების გათვალისწინებით ნათლიის შერჩევა, თუმცა წლების მანძილზე რელიგიური რწმენის უგულებელყოფამ ჩვენში მრავალი არაეკლესიური წესისა და ტრადიციის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. იმ პერიოდში ადამიანთა უმრავლესობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა ნათლობის აუცილებლობის შესახებ, რის გამოც, ის ერთგვარ მოვალეობადაც კი მიაჩნდა და ცხადია, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ინათლებოდა, მის სულიერ მნიშვნელობაზე კი წარმოდგენაც არ ჰქონდა.

ამის კვალობაზე, არც ნათლიას ირჩევდნენ სულიერების გათვალისწინებით. მისი შერჩევისას ყურადღებას ადამიანის საზოგადოებრივ და მატერიალურ მდგომარეობას თუ სხვა მიწიერ მიზეზებს აქცევდნენ, რაც ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ დღესდღეობით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან მრევლი ცდილობს, სულიერი საკითხები ეკლესიური წესების დაცვით შეასრულოს.

AMEBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია