თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია: გადაკეტილი ქუჩების ჩამონათვალი და ალტერნატიული სამოძრაო მარშრუტი

თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია: გადაკეტილი ქუჩების ჩამონათვალი და ალტერნატიული სამოძრაო მარშრუტი

დედაქალაქში დილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიეების გამო, რუსთაველის გამიზირი, თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე 26 მაისის ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია სცენები, სადაც სხვადასხვა ღონისძიებაგაიმართება. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც.

გზების გადაკეტვის გამო, ტრანსპორტს შეცვლილი მარშრუტით უწევს მოძრაობა. კერძოდ, ტრანსპორტი მოძრაობს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი), მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით. კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი – ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მარშრუტები იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე (N 11-ის მიმდებარე ტერიტორია).

ორბელიანის მოედანზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადასულია ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამასთან, 26 მაისს 16:00 საათიდან 21:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია