აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც თბილისში "მარშრუტკებით" გადაადგილდება - როგორ შეიცვლება მოძრაობა 26 მაისის ღონისძიებების გამო

აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც თბილისში "მარშრუტკებით" გადაადგილდება - როგორ შეიცვლება მოძრაობა 26 მაისის ღონისძიებების გამო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული ქუჩებისა და გამზირების ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისად, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. ამ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს ალტერნატიულ გზებზე.

კერძოდ: 24 მაისს, 21:00 საათის შემდეგ, მოძრაობა შეიზღუდა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი), მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი – ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მარშრუტები იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე (N 11-ის მიმდებარე ტერიტორია).

26 მაისს, მოძრაობა შეიზღუდება ორბელიანის მოედანზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადავა ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

26 მაისს, ასევე 16:00 საათიდან 21:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია