"შევარდნაძემ 50.000 დოლარად ჩემი ლიკვიდაცია დაუკვეთა" - ინტერვიუ "სისხლიან" მადლენასთან

"შევარდნაძემ 50.000 დოლარად ჩემი ლიკვიდაცია დაუკვეთა" - ინტერვიუ "სისხლიან" მადლენასთან

რას ჰყვება "სისხლიან მადლენად" წოდებული ქალი, რომლის სახელსაც უამრავი დანაშაული უკავშირდება

ალბათ, ყველას ახსოვს აზერბაიჯანიდან საქართველოში როგორი ხმაურით ჩამოიყვანეს ძებნილის სტატუსით დაკავებ­ული მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი. მას ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელს უწოდებდნენ. როგორც ამბობენ, კახეთის რეგიონში "მხედრიონს" ის ხელმძღვანელობდა. მას უკავშირებენ ბევრ დანაშაულს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც.

ქართველმა სამართალდამცავებმა ის 22 წლის წინ მომხდარი შემზარავი დანაშაულის და მკვლელობის ორგანიზატორად­ დაასახელეს. ამბ­ო­ბდნენ, რომ სამუ­დამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი გაათავისუფლეს(?!).

ჩვენ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილთან საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა­. რესპონდენტმა ფოტოს გადაღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. საზოგადოება მას "სისხლიანი მადლენას"­ სახელით იცნობს, ის კი ამბობს, რომ სისხ­ლში გასვ­რილი არასოდეს ყოფილა.

- ნათქვამია, უდანაშაულოს დადანაშა­ულებას ჯობია, დამნაშავე გარეთ გყავდესო.­ ღმერთი არავის აპატიებს ამხელა ცილისწამ­ებას. ვერ ამიხსნია, რატომ დამაბრალეს ის, რაც არ ჩამიდენია...

- გურჯაანში 22 წლის წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულში გედებათ ბრალი. ბევრს ახსოვს, გურჯაანში უშიშროების თან­ამ­შრომლის, ვასილ იმერლიშვილის ოჯახის­ ტრაგედია. ამბობენ, თქვენმა დაჯგუფებამ ამ ოჯახის ოთხი წევრი მოკლა და შემდეგ ცხედრები გააქროო. ამ უმძიმესი ბრალდებების მიუხედავად, დღეს თავისუფალი ხართ.

- 9 თვე თბილისის ციხეში გავატარე. პატიმრობის ვადა ისე ამოიწურა, დანაშაული ვერ დამიმტკიცეს...

- გაგათავისუფლეს, მაგრამ საქმეზე სასამართლო გამოძიება გრძელდება, არა?

- პროკურორმა ვერც ერთი მოწმე ვერ მოიყვანა, ვინც მამხელდა. მე იმ მკვლელობასთან კავშირი არ მქონია. ამბობდნენ, თითქოს ბანდა რუსეთიდან ჩამო­ვიყვანე და იმ ჯგუფმა იმერლიშვილების ოჯახი ამოხოცა. არადა, არ ვიცნობდი იმერლიშვილებს­, არასდროს მინახავს ისინი. საქმ­ეში არც ერთი გარდაცვლილის ფოტოსურათიც კი არ დევს. ტყუილია ეს ყველაფერი. საიდ­უმლო მიმოწერა იდო საქმეში, მაშინდელი გენპროკურორი ბაბილაშვილი რუსეთის პროკურატურას სწერდა, არავითარი დამამტკიცებელი მასალა არ გაგვაჩნია და საქმე სასამართლოში ვერ გამყარდებაო.

- როგორც ამბობენ, 1995 წელს თქვენი­ ბინიდან ვასილ იმერლიშვილის მანქანის ნომ­ერი და ყალბი მართვის მოწმობები ამოიღეს. როგორ აღმოჩნდა ეს სამხილი თქვენს ბინაში?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია