რა ღირს ქორწილში ქართველი მომღერლების მოწვევა

რა ღირს ქორწილში ქართველი მომღერლების მოწვევა

ქორწინების ორგანიზება უცხოეთში დიდი ხანია აპრობირებული მეთოდია და ის საქართველოს ბაზარზეც ფეხის მოკიდებას ცდილობს. თუმცა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა­ - მოსაწვევები, რესტორანი, თაიგული, ტორტი, გახმოვანება, სპეცეფექტები - ეს ამ დღისთვის აუცილებელი ატრიბუტების მცირე ჩამონათვალია. ვისაც გრანდიოზული ქორწილის გადახდა სურს, ამ დღისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს და ქორწინების ორგანიზატორ კომპანიებს ანდობს.

მხოლოდ საქორწილო ცერემონიისთვის საჭირო ატრიბუტიკა - ნიშნობის ბეჭდები, პატარძლის კაბა, საქორწილო ვარცხნილობა, ტორტი, ხელმოწერის ცერემონია, ფოტოგრაფი და სხვ. საშუალოდ 7.000 ლარამდე ჯდება. თუკი არჩევანს ღია ცის ქვეშ ხელმოწერის ცერემონიალზე შეაჩერებთ, ეს 150-170 ლარი დაგიჯდებათ, ქორწინების სახლში (სამუშაო დღეებში) - 90 ლარი, შაბათ-კვირას კი 150 ლარი. საჯარო რეესტრში ხელმოწერის ცერემონია უფასოა. თუმცა, ყოველგვარი გაფორმებისა და მუსიკის გარეშე.

ქართველი მომღერლები ქორწილებში

კარგა ხანია, რაც ქართულ შოუბიზნესში სრული წყვდიადია, ამიტომ მომღერლების ძირითადი შემოსავალი სწორედ კორპორაციულ ღონისძიებებზე, ქორწილებსა და დაბადების დღეებზე მოდის. მათ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც იწვევენ, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია და არსებული ინფორმაციით, საშუალოდ 7.000 დოლარს შეადგენს. ჰონორარი შესრულებული სიმღერების მიხედვით განისაზღვრება. ემიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ლელა წურწუმია. მას ყველაზე ხშირად ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები იწვევენ. რა თანხას შეადგენს მომღერლის ჰონორარი, უცნობია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია