სერია "კიდევ 49 წიგნი" - ნებისმიერი ტომი 7 ლარად! ექსკლუზიურად მხოლოდ "რიდერსლენდზე"

სერია "კიდევ 49 წიგნი" - ნებისმიერი ტომი 7 ლარად! ექსკლუზიურად მხოლოდ "რიდერსლენდზე"

წიგნების ფასდაკლებების ვებ-გვერდი Readersland.ge 2015 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ტრადიციას ისევ არ არღვევს და კითხვის მოყვარულებს უპრეცენდენტო და განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს.

მხოლოდ "რიდერსლენდზე" შეძლებენ წიგნის მოყვარულები, 26 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით - ექსკლუზიურ ფასად სერიის "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - ნებისმიერი ტომის 7 ლარად შეძენას.

სერია "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", თავისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ყველა თაობის, პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ ერთხელ წაიკითხონ მსოფლიო კლასიკოსების, ცნობილი თანამედროვე ავტორების თუ ქართველი შემოქმედების ნაწარმოებები ან გააცნონ და შესთავაზონ ისინი მომავალ თაობას.

ფესტივალის ფარგლებში Readersland-ის საშუალებით წიგნის მოყვარულებს სხვა გამომცემლობების (ბაკურ სულაკაური, ქარჩხაძე, ლოგოს პრესი, ინტელექტი, არტანუჯი, აზრი, წიგნი+ერი, ზებრა, ტრიასი, აგორა, MTP და უსტარი.) წიგნების შეძენაც შეეძლებათ, რომლებიც ვებ-გვერდზე წინასწარ დაიდება და 24 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით გაიყიდება.

მომხმარებლებმა წიგნები ვებ-გვერდზე უნდა შეიძინონ. გაცემა 28 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, წიგნების ფესტივალზე მოხდება.

მომხმარებელს Readersland.ge -ზე წიგნების შეძენა ძალიან მარტივი მეთოდებით შეუძლიათ. Readersland.ge -ის ანგარშით (რომელსაც მომენტალური ჩარიცხვის აპარატებიდან შეავსებენ) ან საკრედიტო ბარათებით. თუმცა წიგნის ფესტივალზე მისულ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც "რიდერსლენდზე" დარეგისტრირებულები არ იქნებიან, Readersland.ge-ს ოპერატორები ადგილზევე იზრუნებენ: დაარეგისტრირებენ და დაეხმარებიან წიგნების შეძენაში.

როგორც "რიდერსლენდის" ბიზნესის განვითარების მენეჯერი თათია მუჯირი ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, "რიდერსლენდი" მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს: "ვცდილობთ შევასრულოთ ჩვენი მთავარი მისია, რასაც კითხვის მოყვარულ ადამიანებზე ზრუნვა ჰქვია და გავამართლოთ ჩვენი მთავარი სლოგანი - "ყველაფერი მკითხველისთვის" - მათთვის ყველაზე დაბალ ფასად წიგნების შეძენის მრავალფეროვანი და მარტივი შესაძლებლობების შეთავაზებით",- ამბობს თათია მუჯირი და დასძენს, რომ "რიდერსლენდი" აქციებში მონაწილეობას კვლავ გააგრძელებს: "რიდერსლენდი" აუცილებლად მიიღებს ყველა მსგავს აქციაში მონაწილეობას იმ მიზნით, რომ კიდევ მრავალჯერ გაახაროს ყველა ის ადამიანი, რომელთაც წიგნის უდიდესი სიყვარული აერთიანებთ".

თბილისის 2015 წლის წიგნების ფესტივალი 28 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მას, ტრადიციულად ექსპო ჯორჯია უმასპინძლებს. Readersland კი თავისი მასშტაბური აქციებით მკითხველებს წერეთლის 118-ში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში 11 საათიდან 19 საათამდე დაელოდება.

ცნობისთვის, გასულ წელს, "რიდერსლენდმა" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მომხარებელს წიგნების სერია "ჩემი რჩეული მსოფლიო", ნებისმიერი ტომი 69%-იანი ფასდაკლებით შესთავაზა.

საჭირო ბმულები დამატებითი ინფორმაციისთვის

თამარ კორკოტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია