"თუ საბანკო სისტემის რეპუტაცია შეირყა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო" - მამუკა ხაზარაძე

"თუ საბანკო სისტემის რეპუტაცია შეირყა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო" - მამუკა ხაზარაძე

"ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების ღირებულება 2-2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საუბარია ათწლიან პერიოდზე"

ხელისუფლება მალე დაასახელებს კომპანიას, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩევა და ანაკლიის პორტის განვითარების პროექტს განახორციელებს. პრეტენდენტთა შორისაა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც აერთიანებს "თიბისი ჰოლდინგსა" და "კონტი ჯგუფს". კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ინტენსიურ შეხვედრებს მართავს უცხოეთში პორტის პროექტის პოტენციურ პარტნიორებთან. ჩინეთიდან რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო, როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. საუბარი მის არყოფნაში განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ, რაც ლარის კურსის ვარდნაში კომერციული ბანკების დადანაშაულებას გულისხმობდა.

მამუკა ხაზარაძე, "თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელი: "ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში იმპორტი დაახლოებით 19%-ით შემცირდა, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის დაწყებაც ხელს უწყობს ლარის გამყარებას. დიდი დროა საჭირო, რომ დაასაბუთო, რამ განაპირობა ლარის კურსის გამყარება, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით რამ განაპირობა ძირითადი ცვლილებები.

- თუმცა, მანამდე იყო არასასიამოვნო შეფასებები. მაგალითად, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არა აქვთ ინფორმაცია კომერციული ბანკების ტრანზაქციების შესახებ.

- კომერციული ბანკები საქართველოში არსებული კანონის შესაბამისად მოქმედებენ. კომერციული ბანკი ასრულებს იმ ტრანზაქციებს, რომელთაც მას კლიენტი უკვეთს - იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ასევე მოვისმინე მოსაზრება, დაკავშირებული ბანკების შეთქმულების თეორიასთან. ლარის კურსის გაუფასურებამ ჩვენი ბანკის ინვესტორებს 250 მილიონი დოლარი დააკარგვინა.

საუბარი მაქვს აქციონერებზე, ვინც შარშან შემოუერთდნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების განთავსებას. მეორე მხრივ, ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ იწვევს საკრედიტო პორტფელის გაფუჭებას და აისახება ბანკის როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მომგებიანობაზე. ხდება სესხების რესტრუქტურიზაცია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებენ იმ სესხის დაფარვას, რომელიც, მაგალითად, დოლარში ჰქონდათ აღებული. ამიტომ ნებისმიერი ასეთი განცხადება საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი თავის მტრები ვართ, მათ შორის ბანკის ყველა აქციონერი და თანამშრომელი. ვფიქრობ, ეს უფრო ვიღაცის გულის მოსაგებად გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებია და საბოლოოდ დარტყმას აყენებს უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ რამეს, რასაც ქართული ეკონომიკა ჰქვია.

იხილეთ გაგრძელება

"თუ ტაქსის მძღოლების მხრიდან ცუდ ქცევას არ ექნება ადგილი, შესაძლოა, 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნას" - ნათია მეზვრიშვილი

ალეკო, ლევანი და უკვე ობამაც გისმენთ !

"ბაღებში მეტი რისკია - რაღაც პერიოდი გვჭირდება, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ" - ნათია მეზვრიშვილი