"ბრწყინვალე გონების" მქონე მათემატიკოსი ჯონ ნეში გარდაიცვალა

"ბრწყინვალე გონების" მქონე მათემატიკოსი ჯონ ნეში გარდაიცვალა

ცნობილი მათემატიკოსი და ეკონომისტი ჯონ ნეში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ავტოავარია გახდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მათემატიკოსი მეუღლესთან ერთად ტაქსით მგზავრობდა, რა დროსაც, მანქანის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა და შემხვედრ მანქანას დაეჯახა. შემთხვევას ჯონ ნეში 82 წლის მეუღლესთან ერთად ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ნეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სამეცნიერო სამყაროში. მისმა თამაშის თეორიამ სამუდამოდ შეცვალა საბაზრო ეკონომიკა, ევოლუციური ბიოლოგია, სამხედრო თეორია, ხელოვნური ინტელექტი და ბუღალტერია. 1994 წელს ნეშმა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ნეში ფართო მასებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2001 წელს, რეჟისორმა რონ ჰოვარდმა მათემატიკოსის ცხოვრების შესახებ ფილმი, "ბრწყინვალე გონება" გადაიღო, რომელშიც ნეშის როლი ცნობილმა მსახიობმა რასელ ქროუმ შეასრულა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია