"ნიკოლოზს წარმატებას ვუსურვებ, საქართველოს გაუმარჯოს!" - რიჩარდ ნორლანდი ქართველი ჩოგბურთელის თამაშმა აღაფრთოვანა

"ნიკოლოზს წარმატებას ვუსურვებ, საქართველოს გაუმარჯოს!" - რიჩარდ ნორლანდი ქართველი ჩოგბურთელის თამაშმა აღაფრთოვანა

საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდი, საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნოლანდის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ელჩი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაზე საუბრობს:

"პარასკევს პროფესიული ჩოგბურთის ფანტასტიკურ მატჩს დავესწარი. პარიზში, საფრანგეთის ღია პირველობის შესარჩევ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ჯარედ დონალდსონი დაამარცხა. ძლიერ ქართველ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას 18 წლის დონალდსონმა დიდი ვარსკვლავისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აჩვენა. თუმცა, ბასილაშვილის ფეთქებადი დარტყმები მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა და ის სამივე სეტში შეუდარებელი იყო. ხვალინდელ მატჩზე ნიკოლოზს წარმატებას ვუსურვებ. საქართველოს გაუმარჯოს!" - განაცხადა ნორლანდმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია