"მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება არასოდეს დავკარგოთ, მეგობრებო!" - როგორ ზეიმობენ ცნობილი ქართველები დამოუკიდებლობის დღეს

"მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება არასოდეს დავკარგოთ, მეგობრებო!" - როგორ ზეიმობენ ცნობილი ქართველები დამოუკიდებლობის დღეს

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა უამრავი ადამიანი:

"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".

გთავაზობთ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ეხება:

ნიკა რურუა - თავისუფლება კაცებისა და ქალების გულებში ცოცხლობს. მაშინ კი, როდესაც ის იქ კვდომას დაიწყებს, არანაირ ჯარს, არანაირ კანონებსა და არანაირ ინსტიტუციებს მისი გადარჩენა არ ძალუძთ.

ჩვენ რომ აწმყოში დამოუკიდებლობა გვეზეიმა, უმრავლესმა წინაპარმა იბრძოლა, იშრომა, იწვალა - და მათით დღეს ჩვენი სამშობლო თავისუფალია მსოფლიო აღიარებით. არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ეს, უთანასწორო ბრძოლაში მოპოვებული, უზენაესი სიკეთე - თავისუფლება - ისევ დავთმოთ, ან დავკარგოთ - ჩვენი თაობის, დღევანდელი ქართველობის ხვედრია მისი დაცვა, მისი განმტკიცება - ანუ, ჩვენს გულებში თავისუფლების ცეცხლის შენარჩუნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ეს დღე უძვირფასესია, რადგან მის გარეშე არ არსებობს თავისუფლება და მის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ გააჩნია.

ბუკა პეტრიაშვილი - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მალე დადგეს დრო, როდესაც ყველას ექნება საზეიმო განწყობა - სოხუმშიც და თელავშიც, ცხინვალშიც და ბათუმშიც; ყველას გაახარებს სამხედრო აღლუმი თბილისში, ყველას გაგვიხარდება სტუმრის მიღება ოჯსხში და ამ დღეს მაინც მშვიდად, ერთად, ღირსეულად მივაგებთ პატივს მათ, ვინც ჩვენი შვილების თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირა! გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ირაკლი ვაჭარაძე - საუკუნის მეოთხედია დამოუკიდებლები ვართ. გისურვებთ, მეორე მეოთხედში მაინც გაგვეგოს, რაში გვჭირდება ეს დამოუკიდებლობა.

მაია ჭალაგანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ თაობას, რომელიც ზუსტად მიხვდება რას ნიშნავს შრომა, ცოდნა, მშობლების გულწრფელი, შეწირული ბრძოლა, დანაკარგი მათი... შვილებო, გილოცავთ ამ დღეს და მინდა იმარჯვოთ ჩვენზე, ამ ჩამოუყალიბებელ ფარისევლებზე

ნანუკა ჟორჟოლიანი - მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება, არასოდეს დავკარგოთ მეგობრებო.

და ვემსახუროთ საქართველო!

გილოცავთ დღევანდელ დღეს.

კობა სუბელიანი - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გამთლიანება, აყვავება, მშვდობა და კეთლიდღეობა ჩვენს ქვეყანას!

ნათელში იყოს მერაბ კოსტავას სული !

ყველაფერი კარგად იქნება !

ანდრო ბარნოვი - ბევრი დაბნეულია, ბევრი - იმედგაცრუებული, მშიერი და უიმედოც ბევრია ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ბევრი გამარჯვება გველის წინ, დიდი ენერგია ბუდობს ჩვენში, დიდი, წარმოუდგენლად დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ბებერი ერი კი არ ვართ, არამედ - ახლა ვიბადებით და დიდი გამარჯვებებით ვივლით, ამაყები და საკუთარი განსაკუთრებულობის გრძნობით აღვსილები. ამას კი სისხლსა და ლიმფაში კი არა, ჩვენს გონებასა და გულში ვიპოვით.

დამოუკიდებლობის, ანუ ერის დაბადების დღეს გილოცავთ ყველას!

დავით თევზაძე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ბატონებო! დიდება და პატივი მათ, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოსათვის!

დიდება და პატივი - ვინც სიცოცხლე ანაცვალა თავისუფლებას!

მათი ხსოვნაც გვინათებდეს სავალს, როგორც სულმნათი მერაბ კოსტავას სული დღეს, 26 მაისს!

გიორგი ვაშაძე - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი, 1918 - 2015

26 მაისი არის სიმბოლო ერთობით თავისუფლების მოპოვების, მაშინაც როგორც დღეს ჩვენ ვიდექით გზაგასაყარზე: ან პარტიულად დანაწევრებულებს საკუთარი ძალაუფლებისათვის გვებრძოლა, ან მოგვეძებნა ძალა ერთობისა!

მაშინ ჩვენმა წინაპრებმა: მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა, ქრისტიანებმა და მუსლიმებმა... მოძებნეს ძალა და გვერდიგვერდ დგომით, ერთობით დააფუძნეს ახალი საქართველო!

დღეს ჩვენ გვაერთიანებს არამარტო მტერი, არამედ ჩვენი წინაპრების ძალა, ჩვენი სამშობლოს სიყვარული, ჩვენი შვილების მომავალი!

დაპირისიპირების ნაცვლად - თანამშრომლობა, სიძულვილის ნაცვლად - სიყვარული, ურთიერთგატანა და თანადგომა! ძალა ერთობაშია!

ჩვენ ერთად ვიპოვით ახალ გზებს, ახალ იდეებს, ახალ პარადიგმებს, გავაგრძელებთ იმ გზას და ჩვენი წინაპრების ოცნებას აღვასრულებთ - საქართველო გახდება ცივილიზებულ ერთა ოჯახის სრულფასოვანი წევრი!

გილოცავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური, თუ რელიგიური მრავალფეროვნებისა!

გაუმარჯოს საქართველოს ერთიანობას, მის დამოუკიდებლობას, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას!

ძალა ერთობაშია!

თინა ხიდაშელი - ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.

აქ ავღანეთში ყველაზე კარგად გრძნობ თავისუფლების ფასს.

ყველას გილოცავთ

რედაქციის რჩევით| 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: ყველაფერი, რაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამ დიდებული დღის შესახებ!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია