"უხეშად არის დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები" - პურის ხარისხის კვლევის სავალალო შედეგი

"უხეშად არის დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები" - პურის ხარისხის კვლევის სავალალო შედეგი

სუპერმარკეტებისა და მაღაზიების დიდ ნაწილში პურის შენახვის ნორმები დაუდევრად ირღვევა. საქართველოში სარეალიზაციო პურის 60%-ს დართული აქვს არასწორი ეტიკეტი, ხოლო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მხრივ არსებულ დარღვევათა მასშტაბი 70%-ს აღწევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" კვლევა, რომელიც პურის ხარისხსა და წონას ასახავს, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის ამირან შენგელიას ინფორმაციით, კვლევის შემდეგი ეტაპი პურის ნედლეულის შესწავლას დაეთმობა. მისივე თქმით, კვლევის შედეგიდან გამომდინარე, ყველაზე ცუდი მდგომარეობა დაფიქსირდა აჭარაში, რამაც შეიძლება კურორტის იმიჯზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

"მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მეტი კითხვა პურის ხარისხს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ კვლევა და 200-ზე მეტი ობიექტი შევამოწმეთ. სამეგრელოს გარდა, თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ, თუმცა მომავალში ამ რეგიონსაც ჩავრთავთ. ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, პრობლემა ყველგან დაგვხვდა, მათ შორის, დიდ ქალაქებშიც, სადაც მომხმარებელს შეძენილი პურის ხარისხისა და წონის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ წონის პრობლემა პურის ბაზარზე მასობრივია. ეტიკეტზე მითითებულ წონასა და რეალურს შორის სხვაობა ხშირად 20-100 გრამის ფარგლებშია, თუმცა ეს ინფორმაცია ყველა ეტიკეტზე არ არის. ფასი კი პურის წონას არ შეესაბამება. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მომხმარებლის უმეტესობამ არ იცის, რა წონის პურს ყიდულობს. ამასთან, შეუფუთავ პურს ეტიკეტი არ აქვს და პურთან დაკავშირებულ ინფორმაციას მყიდველი ვერც გამყიდველისგან იღებს. სავაჭრო ობიექტებში პურის წონითა და ხარისხით დაინტერესებულ ადამიანებს პასუხობენ, რომ ეს ქარხნების კომპეტენციაა, თუმცა სინამდვილეში ისინიც არიან ვალდებულნი, გასაყიდი პროდუქტის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას ფლობდნენ და მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანონ", - აცხადებს შენგელია და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია ის პრინციპიც, რითაც სავაჭრო ობიექტები პურის ფასის განსაზღვრისას მოქმედებენ.

"დახლებზე წარმოდგენილი პურის უმეტესობას არ აწერია ვარგისიანობა, ეტიკეტზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა არის 73 საათი, მაგრამ გამოშვების თარიღი არ აქვს და მყიდველმა საიდან უნდა დაიწყოს ათვლა?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია