როგორ უნდა მოძებნოთ ბინა მომავალი სტუდენტისთვის - 5 რჩევა დაქირავების მსურველებს

როგორ უნდა მოძებნოთ ბინა მომავალი სტუდენტისთვის - 5 რჩევა დაქირავების მსურველებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ბევრ ოჯახში დიდი ციებ-ცხელება იწყება - ეროვნული გამოცდები ლამის კარს მოგვადგა. მშობლები მხოლოდ იმაზე კი არ ღელავენ, რა შეფასებებს მიიღებს შვილი გამოცდებზე, არამედ იმაზეც, რომ უკვე სტუდენტს სხვა ქალაქში მოუწევს ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს უცხო ქალაქში მოსაძებნი ექნებათ ბინა, სადაც მათმა ახალგაზრდა, გამოუცდელმა შვილმა მშობლიური სახლისგან მოშორებით წლები უნდა გაატაროს.

სხვა ქალაქში ბინის კითხვა-კითხვით კარდაკარ მოძებნა ნამდვილად შეუძლებელია. ამ დროს ყველაზე მეტ დახმარებას გაგიწევენ საიტები, სადაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა თუ გაქირავების შესახებ ასობით განცხადება იყრის თავს. მათი დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი შეარჩიოთ, მეპატრონესაც გაესაუბროთ და ყველა დეტალი შეათანხმოთ.

ნიკა ჯაფარიძე (საიტი saqme.ge -ს განვითარების მთავარი მენეჯერი) ამბობს, ზაფხულის სეზონზე ქირაზე მოთხოვნა არნახულად იზრდება. განსაკუთრებით სწრაფად "იტაცებენ" ბინებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ფასი აქვთ.

"გაქირავების ყველაზე აქტიური სეზონი სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ან თვე-ნახევრით ადრე იწყება. მოთხოვნა მატულობს ბინებზე, რომლებიც უშუალოდ სასწავლებლის სიახლოვეს მდებარეობენ. რაც შეეხება ფასებს, დოლარის კურსის ცვლილების გამო, ბინები, რომლებიც დოლარზე ქირავდებოდა, უმეტესად ლარზე გადავიდა. ჩვენი პროგნოზით, დოლარზე შეფასებული ბინების ფასი 10%-15% დაიკლებს, თუმცა დამქირავებლებს ლარში მაინც გაუძვირდებათ. მაგალითად, თუ ბინა 200 დოლარი ღირდა, შეიძლება 190 დოლარად მოგაქირაონ, მაგრამ მაინც შარშანდელზე ძვირი დაგიჯდებათ, თუ ამ დოლარის ლარში ყიდვას აპირებთ.

სავარაუდოდ, ბინის მდებარეობაზე მეტად წელს მოთხოვნას ფასი განსაზღვრავს. ამიტომ იაფი ბინები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

ნიკა ჯაფარიძე მომავალი სტუდენტების მშობლებს ურჩევს, დროულად დაიჭირონ თადარიგი, რადგან გამოცდების დაწყების მერე მოთხოვნა ისე იზრდება, არჩევანის გაკეთებისთვის შეიძლება დროც აღარ დარჩეს.

როცა სასურველ ბინას შეარჩევთ, მომავალი სტუდენტის მშობლებმა რამდენიმე გარემოებაც უნდა გაითვალისწინონ:

1. დარწმუნდით, რომ ბინას ნამდვილად მეპატრონე აქირავებს.

2. წინასწარ მხოლოდ ერთი თვის ქირა გადაიხადეთ, რადგან ჯერ არ იცით, როგორ შეეგუება თქვენი შვილი იმ გარემოს

3. წინასწარ შეამოწმეთ, რომ ბინაში ონკანი და წყალგაყვანილობა გამართულად მუშაობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეპატრონე გააფრთხილეთ, რომ წყლის გაჟონვის შემთხვევაში ხარჯებს თქვენს თავზე არ აიღებთ.

4. ბინის დასათვალიერებლად მარტო ნუ მიხვალთ. ჯობია, თქვენს გარდა სხვა თვალმაც გადახედოს.

5. ბინაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მეპატრონეს დაუყოვნებლივ აცნობეთ, რათა ზარალი თვენი ასანაზღაურებელი არ გახდეს.

6. გირჩევთ, ბინა სასწავლებელთან ახლოს იქირაოთ, ასე თქვენი შვილი ტრანსპორტის ხარჯებს დაზოგავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია