"ბგერებით დანახული სამყარო" - 30 მაისს, ფილარმონიაში, უსინათლო ადამიანების მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება

"ბგერებით დანახული სამყარო" - 30 მაისს, ფილარმონიაში, უსინათლო ადამიანების მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება

30 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საერთაშორისო ფონდი "არპეჯიო" წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტს - "ბგერებით დანახული სამყარო". კონცერტი უსინათლო ადამიანების მხარდასაჭრად გაიმართება.

პირველად საქართველოში ვარსკლავური ჯაზ ტრიო აშშ-დან. უსინათლო ჯაზ-ვოკალისტი და პიანისტი, ორი გრემის მფლობელი, ახლანდელი მსოფლიოს ჯაზის პირველი ლედი დაიანა შოორ, ბენ ვოლფი (კონტრაბასი) და დონალდ ედვარდსი (დასარტყამი).

ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი კახაბერ სოლომნიშვილი, უსინათლო ესპანელი პიანისტი იგნასი კამბრა, აშშ-ში მოღვაწე უსინათლო პიანისტი თამარ შალვაშვილი, ქართველი ბარიტონი სულხან გველესიანი, იტალიაში მოღვაწე ქართველი სოპრანო მარიკა გულორდავა, ჯულიარდის სტუდენტი, პიანისტი ზურაბ კობახიძე, ნიუ ინგლენდ კონსერვატორიის სტუდენტი, პიანისტი ცოტნე ცოცხალაშვილი, ახალგაზრდა ჩელისტი სანდრო სიდამონიძე.

ასეთი ტიპის კონცერტი საქართველოში პირველად ტარდება. კონცერტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, უბრალოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საჭიროა განსხვავებული პირობები.

ბილეთები იყიდება საკონცერტო დარბაზის სალაროებში და biletebi.ge-ზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია