თბილისის ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაგლეჯილი ქალის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი

თბილისის ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაგლეჯილი ქალის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი

თბილისის ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაზიანებულ გულიკო ჭიტაძეს ზედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. ექიმები ქალბატონისთვის ქვედა კიდურის შენარჩუნებას ცდილობენ. ზოოპარკის მომვლელი ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ვეფხვმა დააზიანა.

ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა.

"სამწუხაროდ, ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება.

დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ცხოველების გაღიზიანება, შეუძლებელია. ქალბატონი გულიკო 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა დღევანდელი ინციდენტი. ინფორმაციას ქალბატონი გულიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენი გვერდის საშუალებით გაცნობებთ", - აღნიშნულია ზოოპარკის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია